საგადასახადო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა N 2323
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგადასახადო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა N 2323
ფაქტობრივი გარემოებები
•საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ პირს 5 სასაქონლო დეკლარაციაში არასწორად აქვს ასახული მონაცემები, რამაც თითოეულ შემთხვევაში, გამოიწვია იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების შემცირება
•სასაქონლო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა, თუ აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების შემცირება, წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ სამართალდარღვევას
შეფასება
•ვინაიდან, ხუთივე სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა მოხდა ერთი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ისინი არ ჩაითვლებიან განმეორებით ჩადენილად
ღონისძიებები
•პირი დაჯარიმდება თითოეული დეკლარაციისათვის _ კონკრეტული დეკლარაციის მიხედვით შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა