საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-772
2020 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„საბურავების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის (შემდგომში – „მგვ რეესტრი“) წარმოების წესი შემუშავებულია „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „საბურავების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის (საბურავების) მწარმოებლების (შემდგომში – „მწარმოებელი“) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (შემდგომში – „მგვ ორგანიზაცია“) მგვ რეესტრში რეგისტრაციის პირობებს და ანგარიშგების წესს.
2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-478 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – საბურავები (დანართი 4);
ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2022 წლის 1 ივნისის შემდეგ;
გ) მეორადი საბურავი – ექსპლუატაციაში ნამყოფი საბურავი, რომლის გამოყენება შესაძლებელია თავდაპირველი დანიშნულებით;
დ) აღდგენილი საბურავი – პროტექტორის აღდგენის შედეგად მიღებული ექსპლუატაციაში ნამყოფი საბურავი.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „საბურავების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-382 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 3. მგვ რეესტრის ადმინისტრირება
1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
3. მგვ რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-382 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-478 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.
მუხლი 4. მგვ რეესტრის მონაცემების საჯაროობა
1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სააგენტო უზრუნველყოფს შემდეგი მონაცემების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას:
ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული საბურავების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;
ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.
2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული საბურავების შესახებ არ არის საჯარო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-478 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.
მუხლი 5. მგვ რეესტრში რეგისტრაცია
1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია, 2022 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში.
4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე https://waste.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით.
5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართი 1-ს.
6. მგვ ორგანიზაცია მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართი 2-ს.
7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. მწარმოებლის რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება შესაბამისი ამონაწერით (დანართი 5).
8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართ 1, დანართ 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-382 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 6. რეგისტრაციის გაუქმება
1. მწარმოებელი აუქმებს მგვ რეესტში რეგისტრაციას, თუ იგი წყვეტს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებას.
2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7. ანგარიშგება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ
1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება.
3. მწარმოებელი ან მგვ ორგანიზაცია დანართი 3-ის შესაბამისად წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში.
4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-382 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 8. მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება /განახლება
1. მგვ ორგანიზაციას/მწარმოებელს უფლება აქვს ერთჯერად შეასწოროს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია.
2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება.
3. (ამოღებულია - 31.05.2022, №2-382).
4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის თარიღი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-382 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
დანართი 4
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1726747831635 {width: 571.35pt; margin-left: -52pt; margin: 0 auto !important; }საბურავების სასაქონლო კოდები
N
სასაქონლო კოდი
დასახელება
1
4012 11 000 00
აღდგენილი სალტეები და საბურავები, მსუბუქიავტომობილების (სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი ფურგონებისა და სპორტულიავტომობილების ჩათვლით)
2
4012 12 000 00
აღდგენილი სალტეები და საბურავები,ავტობუსებისა ან ტვირთის გადასაზიდი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების
3
4012 13 000 01
აღდგენილი სალტეები და საბურავები, სამოქალაქოავიაციაში გამოსაყენებელი
4
4012 13 000 09
აღდგენილი სალტეები და საბურავები, ავიაციაშიგამოსაყენებელი, დანარჩენი
5
4012 19 000 00
აღდგენილი სალტეები და საბურავები, დანარჩენი
6
4012 20 000 01
პნევმატური სალტეები და საბურავები, ნახმარი,სამოქალაქო ავიაციის
7
4012 20 000 09
პნევმატური სალტეები და საბურავები, ნახმარი,დანარჩენი
8
4012 90 200 00
მთლიანი ან ნახევრადპნევმატური სალტეები დასაბურავები
9
4011 10 000 00
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები,ახალი, მსუბუქი ავტომობილებისათვის (სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი ფურგონებისადა სპორტული ავტომობილების ჩათვლით)
10
4011 20 100 00
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები,ახალი, ავტობუსებისა ან ტვირთის გადასაზიდი ძრავიანი სატრანსპორტოსაშუალებებისათვის, დატვირთვის ინდექსით არა უმეტეს 12-ისა
11
4011 20 900 00
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები,ახალი, ავტობუსებისა ან ტვირთის გადასაზიდი ძრავიანი სატრანსპორტოსაშუალებებისათვის, დატვირთვის ინდექსით 121-ზე მეტი
12
4011 30 00
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები,ახალი, ავიაციაში გამოსაყენებელი
13
4011 40 000 00
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები,ახალი,მოტოციკლების
14
4011 70 000 00
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები,სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისათვის
15
4011 80 000 00
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები,მშენებლობაში ან მრეწველობაში გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა დამანქანებისათვის
16
4011 90 000 00
დანარჩენი რეზინის პნევმატური სალტეები დასაბურავები, ახალი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე