N 3964-XIIIმს-Xმპ - 15/12/2023 - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) №1 დანართის:
ა) მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.39 და 5.40 პუნქტები:
„5.39. „სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონა“ − აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების (მასის მითითებით) მოძრაობა ნიშანზე მითითებულ დროსა და დღეს (დღეებში).
შენიშვნა: 5.39 ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ გამონაკლისებზე.
5.40. „სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონის დასასრული“ − მიუთითებს 5.39 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.“;
ბ) „საგზაო ნიშნების“ მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“) დაემატოს განსაკუთრებული მითითებების შემდეგი ნიშნები:
5.39
სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონა
5.40
სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონის დასასრული“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,15 დეკემბერი 2023 წ.
N3964-XIIIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე