ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლისათვის ქონების გადასახადი N 2508

2508 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლისათვის ქონების გადასახადი - (ძალადაკარგული) 29.12.2010
№ დოკუმენტი 2508
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლისათვის ქონების გადასახადი N 2508

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს ბუნებრივი რესურსის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე გამოეყო სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

· I ვარიანტი: საწარმოს ქვიშა-ხრეშის რესურსის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე გამოეყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

· II ვარიანტი: საწარმოს ნავთობის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე გამოეყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. პირმა ნავთობის მოპოვების მიზნით ლიცენზიით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მოხსნა ჰუმუსი. ჰუმუსი მოხსნილი იყო ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მთელ პერიოდში და ლიცენზიის ამოწურვის შემდეგ საწარმოს ევალებოდა მიწის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება

· ლიცენზიით მოსარგებლე საწარმო მიწაზე ქონების გადასახადს იხდიდა ბუნებრივი საძოვრებისათვის დადგენილი განაკვეთით

შეფასება

· ორივე ვარიანტში: საწარმო სწორად ახდენდა ლიცენზიის საფუძველზე გამოყოფილი მიწის ქონების გადასახადით დაბეგვრას

ღონისძიებები

· ორივე ვარიანტში: ბუნებრივი რესურსების ლიცენზიით მოსარგებლე პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება