წინასწარ ანაზღაურებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა N 1127
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
წინასწარ ანაზღაურებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა N 1127
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელმა პირმა საანგარიშო წლის დეკემბრის თვეში დაიწყო მომსახურების გაწევა, რომელიც არ იყო რეგულარული და უწყვეტი. აღნიშნული მომსახურების გაწევა დასრულდა მომდევნო წლის თებერვალში. ხელშეკრულების თანახმად კომპენსაციის თანხა დამკვეთისაგან მიღებულია წინასწარ (დეკემბრის თვეში)
· პირმა ოპერაცია დაბეგრა კომპენსაციის თანხების მიღების საანგარიშო პერიოდში (დეკემბერი) და გამოწერა საფ-ი
· პირს გააჩნდა მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციები, შესაბამისად ოპერაციის წინასწარ დაბეგვრას არ გამოუწვევია დღგ-ის პროპორციული წესით ჩასათვლელი თანხების ცვლილება
შეფასება
· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ოპერაცია დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო მომსახურების გაწევის საანგარიშო პერიოდში
· იმის გათვალისწინებით, რომ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტია თებერვალი, მომსახურება დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო თებერვალში
ღონისძიებები
· პირი, დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით