დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება (ჩათვლის გაზრდაზეც ჯარიმა) N 1149

1149 დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება (ჩათვლის გაზრდაზეც ჯარიმა) 06.09.2011
№ დოკუმენტი 1149
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება N 1149

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელმა 2011 წლის ივნისის საანგარიშო თვეზე წარმოდგენილი დეკლარაციით დააფიქსირა 5000 ლარით დღგ-ის თანხის შემცირება

· I ვარიანტი: შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს საანგარიშო თვეზე უნდა წარმოედგინა დეკლარაცია მხოლოდ 2000 ლარიანი დღგ-ის თანხის შემცირებით, რაც გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაუსაბუთებელმა გაზრდამ გამოიწვია

· II ვარიანტი: შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს უნდა წარმოედგინა დეკლარაცია 2000 ლარიანი დარიცხვით ამ შემთხვევაშიც ჩასათვლელი თანხა დაუსაბუთებელია

· III ვარიანტი: შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს უნდა წარმოედგინა დეკლარაცია 3000 ლარით დღგ-ის თანხის შემცირებით. ჩასათვლელი თანხა გაზრდილია იმ ანგარიშ-ფაქტურის დეკლარაციაში ასახვით, რომლის მიხედვით ჩათვლის უფლება პირს გააჩნდა მხოლოდ ივლისის თვის საანგარიშო პერიოდიდან წარმოსადგენი დეკლარაციით

შეფასება

· სამივე ვარიანტში სახეზეა დეკლარაციაში სსკ-ს 275(3) მუხლით გათვალისწინებული გადასახადის შემცირება, მათ შორის:

· I ვარიანტში გადასახდელი თანხა შემცირებულია 3000 ლარით

· II ვარიანტში გადასახდელი თანხა შემცირებულია 7000 ლარით, მათ შორის 275(2) მუხლის გათვალისწინებით შემცირებულია 2000 ლარით

· III ვარიანტში გადასახდელი თანხა შემცირებულია 2000 ლარით ივლისის თვეში ჩასათვლელი თანხის ხარჯზე

ღონისძიებები

· პირველ და მე-2 ვარიანტებში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275(2) მუხლით

· მე-3 ვარიანტში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275(1) მუხლით

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით