ბრძანება N 20747

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.09.2024
№ დოკუმენტი 20747
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 20747

23 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--- ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 9 აპრილის და პირველი აგვისტოს საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის, 25 ივლისის, პირველი აგვისტოს და 5 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №72, №80, №83, №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 ივნისის №23025/2/2024 გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული შპს „--- ის“ (ს/ნ ---) №88978/1/2024 საჩივარი და პირველი აგვისტოს №91134/1/2024 დაზუსტებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №006-525 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას და შესაბამისად დარიცხულ დღგ-ს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის არანაირი იდენტიფიკაცია, თუ რომელი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაა კომპანიის მიერ გაუნაშთავი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას. აცხადებს, რომ ბუნდოვანია საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. იმის გამო, რომ ვერ მოხერდა იდენტიფიკაცია, რომელი ოპერაციის აღდგენამ ან/და გაუქმებამ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა, მიიჩნევს, რომ საკითხი დამატებით უნდა იქნას შესწავლილი.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ეს თანხა უკვე გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდების სახელფასო განაცემად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ საკითხი შესასწავლია, ვინაიდან, ვერ მოხერდა იდენტიფიკაცია, რომელი ოპერაციის აღდგენამ ან/და გაუქმებამ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი, საბანკო ანგარიშებიდან განხორციელებული გადარიცხვებისა და ბარათით გადახდების მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საკითხი შესასწავლია, ვინაიდან, ვერ მოხერხდა იდენტიფიკაცია, რომელი ოპერაციის აღდგენამ ან/და გაუქმებამ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ კონკრეტულ ოპერაციებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხების დღგ-ის ჩასათვლელი თანხიდან ამოღებას და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული თანხის გაცემის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20082 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----ის“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25589 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-525 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 490 423 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 668 676 ლარი, ჯარიმა 491 593 ლარი და საურავი 330 154 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „---“ დაფუძნდა 2013 წლის 7 ნოემბერს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2013 წლის 11 ნოემბერს. ეკონომიკური საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოდგენს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება ძირითადად ქვეკონტრაქტორების დახმარებით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ წარმოდგენილა სრულყოფილად საწარმოს მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების განაშთვები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ხელშეკრულებებისა და მიღებაჩაბარებების აქტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შემოწმებით გაიზარდა კომპანიის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შპს „---ის“ მიერ არასწორად ხდებოდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა, აგრეთვე, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა, კორექტირებების გათვალისწინება და შესაბამისი შეძენების დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების სიზუსტე. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით დაკორექტირდა - შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რაც შესაბამისად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადის სახით.

3. საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „---ის“ მიერ შპს „----“-სგან მიღებული ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----- - ღირებულებით 59 500 ლარი (დღგ - 9 076.27 ლარი)), შპს „----გან“ ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა--- - ღირებულებით 144 875 ლარი (დღგ - 22 099.58 ლარი)) და (ავ----- - ღირებულებით 62 184 ლარი (დღგ - 9 485.69 ლარი)) და შპს „----გან“ ერთი საგადასახადო ანგრიშ-ფაქტურა (ეა----- - ღირებულებით 107 006 ლარი (დღგ - 16 322.95 ლარი)) არის ფიქტიური ოპერაციის ამსახველი/ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მიზნით. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში ჩასათვლელი დღგ-ის თანხებში.

შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 275-ე მუხლებით.

4. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადარიცხვები საბანკო ანგარიშიდან, თუმცა არ მომხდარა აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან სრულად დაბეგვრა და შესაბამის დეკლარაციაში ასახვა. აგრეთვე, სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლისას გამოიკვეთა განაცემები, რომლის ნამდვილობაც ვერ დასტურდება. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული გადარიცხვები და გადახდები და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების სისწორე. აღნიშნული ფულადი სახსრები მიჩნეულ იქნა ფიზიკურ პირებზე გაცემულ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემებად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

5. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლისას გამოვლინდა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული გადარიცხვები და ბარათით გადახდები (სხვადასხვა დანიშნულების - ძირითადად პირადი მოხმარების), რომელთა მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ვერ დგინდება. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან.

შესამოწმებელ პერიოდში შპს „----ის“ მიერ განხორციელებული აღნიშნული გადახდები არ ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით გაწეული ხარჯი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

6. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შპს „----ს“ მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სხვადასხვა დანიშნულებით, თუმცა ვერ მოხდა კონკრეტული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება და შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა.

გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის სრულყოფილად არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით არ დგინდება მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. აღნიშნული ანგარიშ- ფაქტურების შესწავლისას გამოიკვეთა შემდეგი გარემოება: ნაწილი არის მხოლოდ ავანსის ანგარიშფაქტურები, რომელთა ზუსტი დანიშნულებაც ვერ დგინდება და არც საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა არის გამოწერილი; ასევე, ფიქსირდება ისეთი ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა გამომწერებსაც არ უფიქსირდებათ საკმარისი მასალების შეძენა ან დაქირავებული მუშახელის რაოდენობა შესაბამისი მომსახურებების შესასრულებლად, აქვთ ეკონომიკური ურთიერთობა მხოლოდ შპს „---თან“, არ აგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და აქვთ დავალიანებები ბიუჯეტის მიმართ. შემოწმებით შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის სისწორე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა - შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

გარდა ამისა, აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებული თანხის გაცემები ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადები, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 25 ივლისს გამართულ სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია სადავო საკითხები შეესწავლა აუდიტორთან ერთად, დაეზუსტებინა საჩივარი და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის პირველ აგვისტოს წარმოდგენილი იქნა №91134/1/2024 დაზუსტებული საჩივარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე ზეპირსიტყვიერად ითხოვა საჩივრის განხილვის გადადება ერთი თვის ვადით, თუმცა 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება –იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ წარმოდგენილა სრულყოფილად საწარმოს მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.

შემოწმებით გაიზარდა კომპანიის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილია, რომ შპს „---ის“ მიერ არასწორად ხდებოდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა, აგრეთვე, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა, კორექტირებების გათვალისწინება და შესაბამისი შეძენების დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების სიზუსტე. შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის სისწორე და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის.

შედეგად, შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხები შემცირებულია მართლზომიერად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „---ის“ მიერ შპს „---“-სგან მიღებული ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---- - ღირებულებით 59 500 ლარი (დღგ - 9 076.27 ლარი)), შპს „---გან“ ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---- - ღირებულებით 144 875 ლარი (დღგ - 22 099.58 ლარი)) და (ავ----- - ღირებულებით 62 184 ლარი (დღგ - 9 485.69 ლარი)) და შპს „---გან“ ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა---- - ღირებულებით 107 006 ლარი (დღგ - 16 322.95 ლარი)) არის ფიქტიური ოპერაციის ამსახველი/ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მიზნით, ასახულია დღგის დეკლარაციებში ჩასათვლელი დღგ-ის თანხებში. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხები და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციის ამსახველი/ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადარიცხვები საბანკო ანგარიშიდან, თუმცა არ მომხდარა აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან სრულად დაბეგვრა და შესაბამის დეკლარაციაში ასახვა. აგრეთვე, სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლისას გამოიკვეთა განაცემები, რომლის ნამდვილობაც ვერ დასტურდება.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული გადარიცხვები და გადახდები და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების სისწორე. აღნიშნული ფულადი სახსრები მიჩნეულ იქნა ფიზიკურ პირებზე გაცემულ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემებად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული ფულადი სახსრები მართლზომიერად იქნა მიჩნეული გაცემულ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემებად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესწავლისას გამოვლინდა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული გადარიცხვები და ბარათით გადახდები (სხვადასხვა დანიშნულების - ძირითადად პირადი მოხმარების), რომელთა მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ვერ დგინდება. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან.

შესამოწმებელ პერიოდში შპს „----ის“ მიერ განხორციელებული აღნიშნული გადახდები არ ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად. შესაბამისად, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ დაადასტურა ყველა შესყიდვის ნამდვილობა, თუმცა მომწოდებლების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოდგენა მოკლე ვადაში ვერ მოხერხდა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას და შესაბამისად დარიცხულ დღგ-ს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირებას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე განხორციელებული გადახდების სახელფასო განაცემად განხილვას.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი, საბანკო ანგარიშებიდან განხორციელებული გადარიცხვებისა და ბარათით გადახდების მოგების გადასახადით დაბეგვრას.

6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ კონკრეტულ ოპერაციებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხების დღგ-ის ჩასათვლელი თანხიდან ამოღებას და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული თანხის გაცემის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25589 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-525 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 490 423 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 668 676 ლარი, ჯარიმა 491 593 ლარი და საურავი 330 154 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენი სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 159; 163; 164; 174; 176; 178; 179; 280; 73 (4,9); 101; 154; 982.