უპროცენტო სესხი N 2421

2421 უპროცენტო სესხი - (ძალადაკარგული) 18.12.2012
№ დოკუმენტი 2421
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

უპროცენტო სესხი N 2421

ფაქტობრივი გარემოებები

•დამფუძნებლის მიერ საწარმოში შეტანილი ფულადი სახსრები არ არის დაფიქსირებული, როგორც კაპიტალში შენატანი. ამასთან, აღნიშნული თანხით არ გაზრდილა დამფუძნებელი პირის მიმართ საწარმოს ვალდებულება (მაგ.: მიღებული თანხა საწარმომ ასახა სარეზერვო ანგარიშზე)

•შემდგომ წლებში ფიქსირდება საწარმოს სარეზერვო ანგარიშის შემცირება დამფუძნებელზე განაცემის ოდენობით

შეფასება

•სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დამფუძნებლის მიერ საწარმოზე გაცემული თანხა წარმოადგენს უპროცენტო სესხს, რადგან ადგილი აქვს საწარმოს მიერ აღნიშნული თანხის პარტნიორზე დაბრუნებას

•სსკ-ის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ,საწარმოს უფლება აქვს გამოქვითოს მომსახურების მიწოდების (მათ შორის უსასყიდლოდ) შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით

•იმის გათვალისწინებით, რომ უსასყიდლო მომსახურებით მიღებული სარგებელი არ უკავშირდება მომწოდებლისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდას, გამოსაქვით სარგებლის თანხასთან მიმართებაში სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება