ნებართვის გამოქვითვა ხარჯებში (პროპორციულად გადანაწილება წლებს შორის) N 0217
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
არამატერიალური აქტივების გამოქვითვა N 0217
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ 2012 წელს მიიღო ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა და ნებართვაში გადახდილი 30 000 ლარი იმავე წელს სრულად გამოქვითა
· I ვარიანტი: საწარმომ ერთწლიანი ნებართვა მიიღო 2012 წლის სექტემბერში, რომელიც იმავე წელს შევიდა ძალაში და მისი მოქმედების ვადა იყო 2013 წლის 30 სექტემბერი
· II ვარიანტი: საწარმომ ერთწლიანი ნებართვა მიიღო 2012 წლის სექტემბერში, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 1 იანვრიდან
შეფასება
· სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნებართვა განხილულ უნდა იქნეს არამატერიალურ აქტივად. ამასთან, ამავე კოდექსის 113-ე მუხლის საფუძველზე, არამატერიალური აქტივის შეძენაზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში საანგარიშო პერიოდის პროპორციულად
· I ვარიანტში: გამოსაქვითი ხარჯი უნდა გადანაწილებულიყო 2012 და 2013 საგადასახადო წლების მიხედვით მოქმედების ვადის პროპორციულად. კერძოდ, 2012 წელს 10 000 ლარის ოდენობით (30 000 / 12*4), ხოლო 2013 წელს 20 000 ლარის ოდენობით
· II ვარიანტში: ნებართვაზე გაწეული ხარჯი უნდა გამოქვითულიყო 2013 წლის ერთობლივი შემოსავლიდან
ღონისძიებები
· I ვარიანტში: დაზუსტდება 2012 და 2013 წლის გამოსაქვითი ხარჯები და შესაბამისად, დასაბეგრი მოგება
· II ვარიანტში: ნებართვაზე გაწეული ხარჯი გამოაკლდება 2012 წლის გამოქვითვებს და იმავე თანხით გაიზრდება 2013 წლის ხარჯები
· ორივე ვარიანტში: პირი, 2012 წლის დეკლარაციაში მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
აღნიშნული წლები აღებულია პირობითად და იგივე მიდგომა გავრცელდება ნებისმიერ საანგარიშო პერიოდზე
სახელმძღვანელოში მოცემული თანხა აღებულია პირობითად და მას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება როგორც საწარმოს, ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით