შენობა-ნაგებობის და მიწის მიწოდება N 1104

1104 შენობა-ნაგებობის და მიწის მიწოდება - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 1104
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

შენობა-ნაგებობის და მიწის მიწოდება N 1104

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელმა რეზიდენტმა საწარმომ 2008 წლის მარტის თვეში მიაწოდა საჯარო რეესტრში ერთ სარეგისტრაციო ობიექტად დაფიქსირებული მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა

· საწარმომ 2008 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შეიტანა მხოლოდ შენობა-ნაგებობის ღირებულება

· მყიდველის მოთხოვნით საწარმომ გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მხოლოდ შენობა-ნაგებობის ღირებულებაზე

შეფასება

· მიწა და შენობა-ნაგებობა წარმოადგგენს ერთიან ქონებას და მისი მიწოდება იბეგრება დღგ-ით

· 2008 წლის მარტის თვის დღგ-ის ბრუნვა შემცირებულია მიწის ღირებულებით

· საწარმოს მხრიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესით დარღვევად არ ჩაითვლება მიწის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურაში აუსახებია

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება დღგ-ის ძირითადი თანხა

· საწარმო დაჯარიმდება 2008 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის ოდენობის შემცირებისათივს სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული წესით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით