სსკ-ის 207-ე მუხლით შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრა (თუნდაც წინასწარ არ იყოს ასეთად კვალიფიცირებული) N 2109
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სსკ-ის 207-ე მუხლით შემოსავლების და ხარჯების განსაზღვრა N 2109
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოზე გააფორმა და სამუშაოები დაიწყო 2008 წლის 1 მარტს. სამუშაოები დასრულდა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდა 2009 წლის მაისში
•საწარმომ მიღებული შემოსავალი ასახა 2009 წლის ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისად დაბეგრა მოგების გადასახადით
შეფასება
•სსკ-ს 207-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს გრძელვადიან კონტრაქტს. შესაბამისად, შესრულების მოცულება განისაზღვრება გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ საერთო ხარჯების პროპორციულად
ღონისძიებები
•დაკორექტირდება (გადანაწილდება ორივე წელზე) მისაღები შემოსავალი
•საწარმო, გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით