N 6574-რს - 28/06/2012 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 28.06.2012
№ დოკუმენტი 6574-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, მათ შორის, აზარტული თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში განთავსებული კომპიუტერი ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში აზარტული თამაშო ბებ ისთვის განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა));“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,2012 წლის 28 ივნისი.

№6574-რს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე