ძირითადი საშუალების დანაკლისი N 2322
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითადი საშუალების დანაკლისი N 2322
ფაქტობრივი გარემოებები
•2010 წელს დღგ-ის გადამხდელ საწარმოს შესაბამის ჯგუფში აღრიცხული აქვს საქსოვი ჩარხები
•ვარიანტი I: საანგარიშო წლის განმავლობაში გადამხდელმა გამოავლინა ერთი საქსოვი ჩარხის დანაკლისი, რომლის შესახებ შემოწმების დაწყებამდე არ აცნობა საგადასახადო ორგანოს და არც ანგარიშგებაში ასახა
•ვარიანტი II: გადამხდელმა დანაკლისის შესახებ შემოწმებამდე წერილობით აცნობა საგადასახადო ორგანოს, ამასთან შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარირების ვადა გასული არ არის
•ვარიანტი III: დანაკლისი გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების პერიოდში
•ვარიანტი IV: დანაკლისი ასახულია 2010 წლის შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში
შეფასება
•I და III ვარიანტში სახეზეა სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა, ამასთან დანაკლისი მიწოდებად არ განიხილება
•II ვარიანტში დანაკლისი გადამხდელმა უნდა ჩათვალოს მიწოდებად, ამასთან გამოქვითული ხარჯი და დღგ-ის ჩათვლა არ ექვემდებარება გაუქმებას
•IV ვარიანტში პირის ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
•I და III ვარიანტში უნდა დადგინდეს დანაკლისის აღმოჩენის მომენტისათვის ჩარხის საბაზრო ღირებულება
•I და III ვარიანტში პირი დაჯარიმდება დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით (სსკ-ის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილი)
•II ვარიანტში დანაკლისის საბაზრო ღირებულება გადამხდელმა უნდა ასახოს ანგარიშგებაში მიწოდებად და პირი დანაკლისისათვის არ დაჯარიმდება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად
•IV ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება