N 1798-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,25 ივნისი 2026 წ.
N1798-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე