ბრძანება N 7038

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.04.2023
№ დოკუმენტი 7038
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

რეზიდენტი საწარმოების და რეზიდენტი მეწარმე ფიზიკური პირების მოგების/საშემოსავლო გადასახადისხვადასხვასაწარმოების მოგების გადასახადით დაბეგვრის ძველი რეჟიმი/მეწარმე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადისხვადასხვაერთობლივი შემოსავალიაქტივების რეალიზაციით მიღებული მოგებაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიუსასყიდლო ოპერაციებისარგებლის სახით მიღებული შემოსავალირეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციებიარარეზიდენტ პირთან განხორციელებული კონტროლირებული ოპერაციები (ტრანფერ ფრაისინგი)ბარტერული ოპერაციებისხვა შემოსავალიშემოსავლები რომლებიც არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვასგამოქვითვებიაქტივების რეალიზაციით მიღებული ზარალიხარჯები რომლებიც გამოიქვითებახარჯები, რომლებიც არ გამოიქვითებაპროცენტების გამოქვითვის შეზღუდვაუიმედო ვალების გამოქვითვასარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვაამორტიზაციაძირითადი საშუალებების ცვეთაძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვაარამატერიალურ აქტივებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვაძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვაწარმომადგენლობითი ხარჯების გამოქვითვის შეზღუდვასაქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულების გამოქვითვასადაზღვევო შენატანების ხარჯების გამოქვითვაგადასახადები და ჯარიმები, რომლებიც არ გამოიქვითებაზარალის გადატანაშემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის წესებიაღრიცხვის პრინციპები და მეთოდებისასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესიაქტივების ღირებულებამოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი რეჟიმისხვადასხვაგანაწილებული მოგებაგანაცემი, რომელიც არ კვალიფიცირდება დივიდენდადდივიდენდიურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციაკონტროლირებული ოპერაციებისაშემოსავლო გადასახადისაგან / მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან ოპერაციებიოპერაციები, რომლებიც არ განიხილება განაწილებულ მოგებადსხვაგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისდოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებაშეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციებიარარეზიდენტ პირთან განხორციელებული ოპერაციები და გადახდილი გადასახადის შემდგომი ჩათვლაფიზიკურ პირთან განხორციელებული ოპერაციები და გადახდილი გადასახადის შემდგომი ჩათვლასხვა ხარჯები, რომლებიც იბეგრება(მიკრო ბიზნესის და ფიქსირებული გადასახადის სტატუსის მქონე პირებთან განხორციელებული ოპერაციები; კრედიტისათვის(სესხისათვის) გადახდილი პროცენტი და სხვა)ხარჯები, რომლებიც არ იბეგრებაუსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემაუსასყიდლოდ მიწოდებადანაკლისის დაბეგვრაუსასყიდლო მიწოდება, რომლებიც არ იბეგრებაწარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლამოგების გადასახადის ჩათვლამოგების გადასახადისგან გათავისუფლებაიურიდიული პირის ლიკვიდაციაიურიდიულ პირში წილის(აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანაიურიდიული პირის რეორგანიზაციასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევადასაბეგრი ოპერაციის თანხაგარიგების საკომპენსაციო თანხასაბაზრო ფასის გამოყენებადასაბეგრი თანხა საქონლის საბაჟო ოპერაციებისასდასაბეგრი ოპერაციის კორექტირებადასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის განსხვავებული შემთხვევებისაქონლის მიწოდების ადგილისანქციები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7038

03.04.2023

ი/მ --------------- (ს/ნ -------------)

მის.: ------------------

2022 წლის 21 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა ი/მ ----------- (ს/ნ ---------------) 2022 წლის 21 ნოემბრის №76711/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ოქტომბრის №021-100 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6248 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------------- (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 ოქტომბრის №26702 ბრძანება და 21 ოქტომბრის №021–100 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 170 881 ლარი, მათ შორის გადასახადი 108 102 ლარი, ჯარიმა 48 685 ლარი და საურავი 14 094 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: ი/მ ------------- საქმიანობაა საწვავით (დიზელი, რეგულარი, პრემიუმი) საბითუმო და საცალო ვაჭრობა ქალაქ -----------. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის წარდგენილი ჰქონდა ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალები. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის იყენებდა პროგრამა ,,სუპერფინს“, თუმცა აღნიშნული პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ვინაიდან, აღრიცხვა ხორციელდებოდა ჯამურად. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანგარიშზე (1610) განსხვავებული სასაქონლო ჯგუფები აღრიცხული ჰქონდა ერთიანად (290,270,690), რაც არ იძლეოდა საშუალებას ინდივიდუალურად შედარებულიყო შესაბამისი საწვავის სახეობა მატერიალურ ჟურნალში დაფიქსირებულთან. თუმცა, დამატებით წარმოდგენილი ჰქონდა საწვავის აღრიცხვის ჟურნალი და საქონლის მოძრაობის ცხრილი, რაც იძლეოდა საქონლის ბრუნვის კონტროლის საშუალებას. ამასთან, ანგარიშზე მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან (1410) ინდივიდუალურად იყო აღრიცხული, მხოლოდ ის მყიდველები, რომელთაც უფიქსირდებოდათ დებიტორული დავალიანება და დაფარული იყო საბანკო გადარიცხვით, სხვა შემთხვევაში კონკრეტულად არ იშიფრებოდა თუ როგორ იქნა დაფარული დებიტორული დავალიანება. დებიტორული დავალიანების ნაშთების მართვასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა განმარტებაც. გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შედგებოდა საწვავის დოკუმენტური რეალიზაციის, საცალოდ რეალიზებული საწვავისა და ტერმინალით მიღებული შემოსავლებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, და 2021 წლიდან მოქმედი 158-ე, 159-ე, 160-ე, მუხლების მიხედვით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა შემდეგნაირად: დოკუმენტურ რეალიზაციას დაემატა სალაროში და ტერმინალით მიღებული თანხები, გამოაკლდა საბანკო ჩარიცხვითა და სალაროში მიღებული ის თანხები, რომელიც გადახდილი იყო დებიტორული დავალიანების დასაფარად. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებით გაიზარდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2019-2021 წლებში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 6 869 998 ლარი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საქონლის ყოველდღიური რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა (მ.შ. რპთ-ის გაანგარიშება) ხდებოდა ექსელის მეშვეობით (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - ჟურნალების მონაცემების მიხედვით), რაც მიაწოდა შემმოწმებელს, თუმცა რატომ იყო ეს ინფორმაცია არასაკმარისი მისთვის გაუგებარია. აცხადებს, რომ საწვავის რეალიზაციას ახდენდა, როგორც მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით, ასევე, სხვადასხვა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საწვავის მიწოდების შემთხვევაში მათზე დადგენილი წესით იწერებოდა საწვავის მიწოდების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასეთი მეწარმე ფიზიკური პირები თუ იურიდიული პირები იყოფიან 2 ტიპად, კერძოდ, ნაწილი ანგარიშსწორებას ახდენდა საწვავის ავზში ჩასხმისთანავე ნაღდი ფულის ან პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ხოლო ნაწილს საწვავი მიეწოდებოდა კონსიგნაციით და ანგარიშსწორებას ახდენდა მოგვიანებით ნაღდი ფულის ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. მიუთითებს, რომ მის მიერ 1410 ანგარიშზე ხდებოდა მხოლოდ იმ კლიენტების ბარათების წარმოება, რომელთაც საქონელი მიეწოდებოდათ კონსიგნაციით, ხოლო დანარჩენი კლიენტების რეალიზაცია აღირიცხებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ რეალიზაციაში, რადგან მათ მიერ თანხის გადახდა ხდებოდა საწვავის ჩასხმისთანავე. ამდენად, გადამხდელისთვის გაუგებარია რატომ ჩაერთო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული რეალიზაციები დასაბეგრ შემოსავლებში. მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგი არარეალურია, ვინაიდან გამოდის თითქოს დამატებით 98 258 ლიტრი საწვავი გაყიდა, რომელიც ფაქტობრივად არ შეუძენია.

საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა მიუთითა, რომ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, კერძოდ, ურთიერთშედარების აქტებს, სადაც პირები ადასტურებენ, რომ მათ მიერ საწვავის ავზში ჩასხმისთანავე ხდებოდა თანხის გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით ან პლასტიკური ბარათით ტერმინალის მეშვეობით და ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში გაიცემოდა სალაროს აპარატის ჩეკი. ასევე, შედარების აქტებზე თანდართული იქნება მათ მიერ შენახული სალარო აპარატის ჩეკების ასლები, ხოლო პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორების შემთხვევაში ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადამხდელს საჩივარზე დანართად წარმოდგენილი აქვს ექსელში გაკეთებული გაანგარიშება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ი/მ ----------- (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის იყენებდა პროგრამა ,,სუპერფინს“, თუმცა აღნიშნული პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ვინაიდან, აღრიცხვა ხორციელდებოდა ჯამურად. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანგარიშზე (1610) განსხვავებული სასაქონლო ჯგუფები აღრიცხული ჰქონდა ერთიანად (290,270,690), რაც არ იძლეოდა საშუალებას ინდივიდუალურად შედარებულიყო შესაბამისი საწვავის სახეობა მატერიალურ ჟურნალში დაფიქსირებულთან. თუმცა, დამატებით წარმოდგენილი ჰქონდა საწვავის აღრიცხვის ჟურნალი და საქონლის მოძრაობის ცხრილი, რაც იძლეოდა საქონლის ბრუნვის კონტროლის საშუალებას. ამასთან, ანგარიშზე მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან (1410) ინდივიდუალურად იყო აღრიცხული, მხოლოდ ის მყიდველები, რომელთაც უფიქსირდებოდათ დებიტორული დავალიანება და დაფარული იყო საბანკო გადარიცხვით, სხვა შემთხვევაში კონკრეტულად არ იშიფრებოდა თუ როგორ იქნა დაფარული დებიტორული დავალიანება. დებიტორული დავალიანების ნაშთების მართვასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა განმარტებაც. გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შედგებოდა საწვავის დოკუმენტური რეალიზაციის, საცალოდ რეალიზებული საწვავისა და ტერმინალით მიღებული შემოსავლებისაგან.

შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა შემდეგნაირად: დოკუმენტურ რეალიზაციას დაემატა სალაროში და ტერმინალით მიღებული თანხები, გამოაკლდა საბანკო ჩარიცხვითა და სალაროში მიღებული ის თანხები, რომელიც გადახდილი იყო დებიტორული დავალიანების დასაფარად. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებით გაიზარდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161(1)"ა", 171(1);

2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1)"ა", 163(1), 164(1), 168(1), 80(1), 100(3)"ბ", 102(1)"ა", 43(4);

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი 96, 97.