ნამეტი შემოსავლის განსაზღვრა აფასებული საქონლის რეალიზაციის შემთხვევაში N 0712

0712 ნამეტი შემოსავლის განსაზღვრა აფასებული საქონლის რეალიზაციის შემთხვევაში - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0712
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ნამეტი შემოსავლის განსაზღვრა N 0712

ფაქტობრივი გარემოებები

· აქტივი, რომელიც შეძენილი იყო 1 000 ლარად, აფასებული იყო 1 500 ლარამდე და მომდევნო წელს რეალიზებულ იქნა 2 300 ლარად

· ნამეტი (800 ლარი) გამოანგარიშებულია სარეალიზაციო ფასსა (2 300 ლარი) და აფასებული აქტივების ღირებულებას (1 500 ლარი) შორის სხვაობით

· ნამეტი თანხა (800 ლარი) ჩართულია ერთობლივ შემოსავალში

შეფასება

· ნამეტი უნდა განსაზღვრულიყო სარეალიზაციო ფასსა და აქტივის შეძენის (წარმოების) ღირებულებას შორის სხვაობით, ანუ 2 300 ლარი - 1 000 ლარი = 1 300 ლარი

· ერთობლივი შემოსავალი შემცირებულია 500 ლარით (1 300 ლარი - 800 ლარი)

ღონისძიებები

· უნდა დაზუსტდეს საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და დასაბეგრი მოგება (ზარალი) და საწარმოს დაერიცხოს კუთვნილი მოგების გადასახადი

· პირი დაჯარიმდება დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე