ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი დასაბეგრი შემოსავალი (ელ. ენერგიის ხარჯიდან გამომდინარე გაანგარიშებული წარმოებული ინერტული მასალების რაოდენობა) N 0710

0710 ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი დასაბეგრი შემოსავალი (ელ. ენერგიის ხარჯიდან გამომდინარე გაანგარიშებული წარმოებული ინერტული მასალების რაოდენობა) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0710
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი დასაბეგრი შემოსავალი N 0710

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ინერტული მასალების გადამუშავება და მიწოდება

· ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საწარმოს მიერ ფაქტიურად გახარჯული ელექტრო ენერგიით გაანგარიშებული გადამუშავებული ინერტული მასალები მეტი აღმოჩნდა საწარმოს მონაცემებთან შედარებით

· დაფიქსირებულია საწარმოს მიერ ზედნადების გარეშე მიწოდების ფაქტი

შეფასება

· დღგ-ითა და მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის, გამოვლენილი სხვაობა განხილულ უნდა იქნეს ინერტული მასალების მიწოდებად

· დარღვეულია სსკ-ის 199-ე მუხლის მოთხოვნები და დადგენილი წესით არ ხორციელდება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვა, რითაც არ არის გარანტირებული კონტროლი ოპერაციის მიმდინარეობაზე

ღონისძიებები

· უნდა დაკორექტირდეს (გაიზარდოს) ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი

· შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე