ბრძანება N 30969
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30969
11 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------” (ს/ნ „------”)
(მის.: „------”)
2023 წლის 8 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „------ -ის ” (ს/ნ „------”) №84769/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №006-499 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვას. აცხადებს, რომ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც დასრულების მისამართად დაფიქსირებულია „------“, მითითებული საქონელი მიწოდებულია შპს N1-სთვის (ს/ნ „------”), რომლის მიმართ საწარმოს გააჩნია მოთხოვნა 147 000 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მიწოდება არ არის უსასყიდლო, ითხოვს მოგების გადასახადის შემცირებას. აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც დასრულების მისამართად დაფიქსირებულია „------", მითითებული საქონელი საწარმოს მიერ გამოყენებულია მშენებლობისთვის "------"-ის დასახლებაში. აღნიშნული ასახულია ბუღალტრულად და ჩამოწერილია შესაბამისი დოკუმენტებით. ასევე, სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც დასრულების მისამართად დაფიქსირებულია „------- -ის სხვადასხვა უბნები“, მითითებული საქონელი შესაძლოა სამშენებლო მოედანზე პირდაპირ შეძენის ადგილიდან არ იქნა მიტანილი, არამედ სხვა ტერიტორიის გავლით, რამაც გამოიწვია ზოგადი მისამართის მითითება. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადების გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ 4 პირი არ წარმოადგენდა საწარმოს თანამშრომელს და ისინი დასაქმებულნი არიან სხვა კომპანიებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივარს თან ურთავს 3 ფიზიკური პირის განცხადებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. აცხადებს, რომ აღნაგობის ხელშეკრულება დადებულია 2021 წლამდე და აღნიშნული ოპერაცია უნდა შეფასდეს საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით. ასევე, ითხოვს დეკლარირებული მონაცემების შემცირებას და აცხადებს, რომ მომსახურების ღირებულების საბაზრო ფასის ოდენობით, კორპუსის ექსპლუატაციის პერიოდში, საწარმო თავად მოახდენს დეკლარირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №16006 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ოქტომბრის №25048 ბრძანება და ამავე თარიღის №006-499 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 359 210 ლარი, მათ შორის, გადასახადი 202 744 ლარი, ჯარიმა 100 019 ლარი, საურავი 56 447 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს "------"-ის დასახლებაში. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა პირის მიერ შეძენილ საქონელზე/მასალაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობა არ აქვს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, არ არსებობს უცხო მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნულ მისამართებზე მისული საქონელი/მასალა, 211 940 ლარის ღირებულებით, დღგ-ის გარეშე, ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 983 , 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, შესაბამის პერიოდებში, დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმო სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს უწევენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები. აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი საკომპესაციო თანხები პირის მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, გამოვლინდა, შემდეგი შეუსაბამობები: ფიზიკური პირების ნაწილს საწარმოდან საქვეანგარიშოდ ერიცხებათ თანხები; მომსახურების გაწევის პარალელურად ერთი ფიზიკური პირი მუშაობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში; საწარმოს დირექტორი პარალელურად წარმოადგენს ამავე საწარმოს დაქირავებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირს; ერთ-ერთი პირი მომსახურების გაწევის მომენტში საქართველოში არ იმყოფება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე გადახდილი საკომპესაციო თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს მიწა აღნაგობის უფლებით, ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი აქვს მასზე აშენებული საცხოვრებელი ბინების სასარგებლო ფართის 20%. 2022 წლის მაისში ერთ-ერთი მიწის მესაკუთრისთვის, "------"-თვის , საწარმოს გადაცემული აქვს წინასწარ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კუთვნილი ფართი შეთანხმებული ფასით, რაც შესაბამის პერიოდში საწარმოს დაფიქსირებული აქვს ფართის მიწოდებად და წინასწარ განსაზღვრული თანხა 126 732 ლარი დაბეგრილი აქვს დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, გაცვლის (ბარტერის) ოპერაციის ფარგლებში, პირის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების სანაცვლოდ აღნაგობის უფლებით მიღებული "-------"-ის მიწა შემოწმების შედეგად შეფასდა საბაზრო ფასით, რამაც შეადგინა 278 447 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ღირებულებას შორის სხვაობა 151 715 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის განაკვეთია 18 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც დასრულების მისამართად დაფიქსირებულია „-------“, მითითებული საქონელი მიწოდებულია შპს N1-სთვის , რომლის მიმართ საწარმოს გააჩნია მოთხოვნა 147 000 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მიწოდება არ არის უსასყიდლო, ითხოვს მოგების გადასახადის შემცირებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს N1-თან მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საწარმო ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რაზეც სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს უწევენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები. აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი საკომპესაციო თანხები პირის მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. საჩივარში მითითებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში მოძიებული ინფორმაციით, ი/მ „------” (ს/ნ „------”) შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან დღემდე დასაქმებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ი/მ „------”-ს (ს/ნ „------”) შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან ერიცხება როგორც საქვეანგარიშო, ასევე ხელფასის სახით მიღებული თანხები. ამასთან, მან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებს წარადგენდა მომჩივანის ბუღალტერი და იგი არ ფლობს სხვა ინფორმაციას. ი/მ„------”-ს მხოლოდ მომჩივანი საწარმოდან ერიცხება ხელფასი, შესამოწმებელ პერიოდამდე არ უფიქსირდება არანაირი შემოსავალი და გარკვეული პერიოდის შემდეგ მომჩივანი საწარმოდან ხელფასის ნაცვლად მასზე გაიცემა მომსახურების ანაზღაურების თანხები. რაც შეეხება მე-4 პირს, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს დაფიქსირებული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აღნაგობის ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან დადებულია 2021 წლამდე და აღნიშნული დასაბეგრი ოპერაცია უნდა შეფასდეს საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით.
გადამხდელის პოზიციასთან, დეკლარირებული მონაცემების შემცირებასთან და საქონლის გადაცემის ოპერაციის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში დღგ-ით დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირებისგან აღნაგობის უფლებით მიღებული მიწის სანაცვლოდ საწარმოს მიერ გაწეულ იქნა მომსახურება, რომლის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------” (ს/ნ „------”) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს N1-თან მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის უსასყიდლო მიწოდებად განხილვას.
ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადების გაუქმებას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას მიღებული მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმო შესამოწმებელ პერიოდში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს.შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა პირის მიერ შეძენილ საქონელზე/მასალაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობა არ აქვს საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში.აღნიშნულ მისამართებზე მისული საქონელი/მასალა, ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად.აღნიშნული დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.
2. საწარმო სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებს უწევენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები. აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი საკომპესაციო თანხები პირის მიერ არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე გადახდილი საკომპესაციო თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად.დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
3. გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისგან მიღებული აქვს მიწა აღნაგობის უფლებით, ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი აქვს მასზე აშენებული საცხოვრებელი ბინების სასარგებლო ფართის 20%. 2022 წლის მაისში ერთ-ერთი მიწის მესაკუთრისთვის,საწარმოს გადაცემული აქვს წინასწარ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კუთვნილი ფართი შეთანხმებული ფასით, რაც შესაბამის პერიოდში საწარმოს დაფიქსირებული აქვს ფართის მიწოდებად და წინასწარ განსაზღვრული თანხა დაბეგრილი აქვს დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, გაცვლის ოპერაციის ფარგლებში, პირის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების სანაცვლოდ აღნაგობის უფლებით მიღებული მიწა შემოწმების შედეგად შეფასდა საბაზრო ფასით.გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემსა და შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შპს N1-თან მიმართებაში, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),97,983,101,154,159,163,164.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტი.