გადაწყვეტილება №23751/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 23751/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23751/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 16.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23751/2/2024).

 

დავის საგანი:

ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის (ბავშვის სვიტერი/ჰუდი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №15423 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18046 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 21 472,57 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

25.05. 2024 წელს მომჩივნის მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 34 028 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებით და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებს შორის. აღმოჩნდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი - 3 700 ერთეული ბავშვის სვიტერი/ჰუდი.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 6.06.2024 წლის №005767/2024 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 21 472.57 ლარი.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ვინაიდან გადააჭარბა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები საბაჟო დეპარტამენტის 11.06.2024 წლის №-------- წერილით ქვემდებარეობით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 21.06.2024 წლის №------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.

მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს 21 472.57 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და რადგან პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №15423 ბრძანებით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 21 472.57 ლარის (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

აღნიშნული ბრძანება 5.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.08.2024 წლის №18046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, ამავე კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამავე მუხლის შენიშვნაზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიიჩნევს, რომ მის მიერ შეძენილი ნივთი არის გრძელ მკლავიანი მაისური, მისთვის გაუგებარია თუ რატომ მოხდა მაისურის გატარება სვიტრის კოდზე. მან ამ დავის ფარგლებში შეიტყო, რომ აღნიშნული პროდუქცია მიეკუთვნება სვიტრის კატეგორიას.

მომჩივნის თქმით, მის პოზიციას ამყარებს გამყიდველის წერილი, რომელშიც იკითხება, რომ 5.08.2024 წლის №003350 ინვოისში არასწორად მიუთითა 4060 საბავშვო მაიკა, სინამდვილეში იყო 3700 ცალი საბავშვო გრძელ მკლავიანი მაისური და 360 ცალი მოკლე მკლავიანი მაისური.

5.07.204 წლის გამყიდველის მიერ გამოგზავნილ წერილში მიუთითებს დაშვებულ შეცდომაზე, კერძოდ №003350 ინვოისში, რომლიც 5.08.2024 წელს მიიღო "------"-მა , არის შეცდომა სადაც წერია 4 060 საბავშვო მაიკა, ხოლო სინამდვილეში იყო 3 700 საბავშვო (გრძელმკლავიანი) მაისური და მხოლოდ 360 საბავშვო მაიკა.

მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო ბრძანებები არ იქნა კანონის სრული დაცვით გამოცემული, ვინაიდან მასში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სრულად სინამდვილეს. იგი არის "------"-ის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი, ჰყავს უმუშევარი მეუღლე. როგორც ფიზიკურმა პირმა მან პირველად შემოიტანა საქონელი, იმ მიზნით რომ მეუღლეს მოეხდინა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია. მომჩივანი ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო, რომ თხელი მაიკა, რომელიც სვიტერის პარამეტრებს არ აკმაყოფილებს იქნებოდა სვიტრის კოდზე გატარებული და ამის გამო დაჯარიმდებოდა ან დაეკისრებოდა რაიმე სხვა სახის სანქცია.

აღნიშნული პროდუქციის კოდის შესახებ რომ სცოდნოდა, აუცილებლად მოახდენდა სათანადო წესით დეკლარირებას, რადგან ცდილობს, რომ იყოს კანონმორჩილი მოქალაქე, რასაც მოწმობს მისი საქმიანობა და რეპუტაცია. ამასთან, განმარტავს, რომ იგი არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რომელიც არასდროს არიდებს თავს სახელმწიფო გადასახადებს.

გადასახადის გადამხდელი ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი გამოწვეულია მისი არცოდნით და შეგნებულად ეს ქმედება არ ჩაუდენია და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სანქცია იქნა გამოყენებული. იგი თვლის, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში უნდა დაეჯარიმებინათ საბაჟო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო აქტებს და ითხოვს ჯარიმის პატიებით შეცვლას, ვინაიდან ქმედება არ ყოფილა სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენება, ეს ყოველივე უცოდინრობით და გამოუცდელობით მოხდა რაც უნდა იქნეს პატიების საფუძველი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით:

ა) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

ზ) საბაჟო დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის მიხედვით: თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ შეძენილი ნივთი არის გრძელ მკლავიანი მაისური, მისთვის გაუგებარია თუ რატომ მოხდა მაისურის გატარება სვიტრის კოდზე. მის პოზიციას ამყარებს გამყიდველის ("-------") წერილი (რომელიც ერთვის საჩივარს), რომ 5.08.2024 წლის №003350 ინვოისში არასწორად მიუთითა 4 060 საბავშვო მაიკა, სინამდვილეში იყო 3 700 ცალი საბავშვო გრძელ მკლავიანი მაისური და 360 ცალი მოკლე მკლავიანი მაისური. მომჩივანმა, პირველად შემოიტანა საქონელი, იმ მიზნით რომ მეუღლეს მოეხდინა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია. მისთვის უცნობი იყო, რომ თხელი მაიკა, რომელიც სვიტერის პარამეტრებს არ აკმაყოფილებს იქნებოდა სვიტრის კოდზე გატარებული და ამის გამო დაჯარიმდებოდა ან დაეკისრებოდა რაიმე სხვა სახის სანქცია. აღნიშნული საკითხი გამოწვეულია მისი არცოდნით და შეგნებულად ეს ქმედება არ ჩაუდენია და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სანქცია იქნა გამოყენებული. იგი თვლის, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში უნდა დაეჯარიმებინათ საბაჟო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ითხოვს ჯარიმის პატიებით შეცვლას, ვინაიდან ქმედება არ ყოფილა სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენება, ეს ყოველივე უცოდინრობით და გამოუცდელობით მოხდა რაც პატიების საფუძველია.

მომჩივნის არგუმენტზე წარმოდგენილი საბაჟო დეპარტამენტის 23.08.2024 წლის №-------- წერილით და საბჭოს სხდომაზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონლის დათვალიერების და დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი - 3 700 ერთეული ბავშვის სვიტერი/ჰუდი. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 6.06.2024 წლის №005767/2024 ექსპერტიზის დასკვნით) შეადგინა 21 472.57 ლარი. რაც შეეხება, მომჩივნის მითითებას საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლზე, ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში სავალდებულოდ შესატანი საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა იწვევს იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც სახეზეა მოცემულ შემთხვევაში.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, ვინაიდან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონლის დასახელება, სეს ესნ-ის კოდი, საბაჟო ღირებულება, რამაც გავლენა იქონია იმპორტის გადასახდელზე, განსხვავებულია მომჩივნის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლისგან, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო აქტებს და ითხოვს ჯარიმის პატიებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

25.05. 2024 წელს მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 34 028 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებით და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებს შორის. აღმოჩნდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონელი.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 6.06.2024 წლის №005767/2024 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 21 472.57 ლარი.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ვინაიდან გადააჭარბა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები საბაჟო დეპარტამენტის წერილით ქვემდებარეობით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 21.06.2024 წლის წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.

მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას და რადგან პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

168,173.