გადაწყვეტილება №20770/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.01.2024
№ დოკუმენტი 20770/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20770/2/2023

26 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 5.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20770/2/2023).

 

დავის საგანი:

ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა, დამფუძნებელზე გადახდილის სესხის და პროცენტის თანხების დივიდენდის სახით განაცემად ჩათვლა, მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-674 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19964 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 518 484 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 245 770

მოგების გადასახადი - 191 510

საშემოსავლო გადასახადი - 54 260

ჯარიმა - 122 885

საურავი - 149 829

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი 2021 წლამდე მშენებლობის მომსახურებას უწევდა საწარმოებს, წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორს. შესრულებული სამუშაოების 100%-ზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები. ხარჯების უმრავლესობას წარმოადგენს ქვეკონტრაქტორის მომსახურება. 2021 წლიდან გადამხდელს შემოსავალი აქვს მხოლოდ კომპანიებზე გაცემული სესხიდან.

საწარმოს შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისგან შპს „----------““ 100% წილი 2 020 326 ლარად, აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან ---------- აღებული სესხი. წილის შესაძენად გადარიცხვა მოხდა ორ ტრანზაქციად: 2017 წლის 26 ივნისს - 144 660 ლარი გადაირიცხა ---------- ბანკიდან, ამავე დღესაა ჩარიცხული დამფუძნებლის (--------) მიერ გაცემული სესხი ----------ბანკში 144 660 ლარის ოდენობის სესხი. 2017 წლის 18 ივლისს - 1 875 666 ლარი გადაირიცხა ---------- ბანკიდან და ამავე დღესაა 1 875 666 ლარის სესხი აღებული ---------- ბანკისგან. აღნიშნული სესხი გადაფარულია 2018 წლის 3 მაისს. ამავე დღეს, ----------ბანკის ანგარიშზე ჩარიცხულია კომპანიაზე დამფუძნებლის მიერ გაცემული სესხი 1 875 666 ლარის ოდენობით.

2019 წლის 28 მაისს შპს „----------““ მიერ განაწილებულია შპს „----------“ 910 000 ლარის დივიდენდი, ჩარიცხულია კომპანიის ----------- ანგარიშზე და ამავე დღეს შპს „----------““ მიერ დაფარულია 910 000 ლარის დამფუძნებლის სესხი, აღნიშნულიც ბანკის ანგარიშიდან. ასევე, 2019 წლის 10 ივნისს კომპანიაზე ჩარიცხული დივიდენდით (72 302 ლარი) იმავე დღეს დაფარულია დამფუძნებლის სესხი.

საგადასახადო ორგანოს მიერ სამეურნეო ოპერაციის შეფასებისას მხარეთა ნება განიმარტება ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი აქვს გადასახადებისაგან თავის არიდებას/დამალვას ან/და საგადასახადო შეღავათით არამართლზომიერ სარგებლობას. კვალიფიკაციის შეცვლის პირობებში, საგადასახადო ორგანო სამეურნეო ოპერაციას აფასებს მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ეფუძნება სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში საეჭვო სამურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 130-ე მუხლის საფუძველზე, შპს „----------““ დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გასული თანხა 1 030 966 ლარი ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33429 ბრძანება და №006-674 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19964 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შპს „----------““ 100%-იანი წილი 2 020 326 ლარად. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან აღებულის სესხი. თუმცა ამავე დროს გადამხდელს უფიქსირდება ---------- ბანკის სესხი, რომელსაც საწარმო ფარავს დამფუძნებლისგან აღებული სესხის თანხებით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით 2019 წლის 28 მაისს შპს „----------““ მიერ განაწილებულია შპს „----------““ 910 000 ლარის დივიდენდი და ამავე დღეს შპს „----------““ მიერ დაფარულია 910 000 ლარის ოდენობით დამფუძნებლის სესხი. ასევე, 2019 წლის 10 ივნისს კომპანიაზე ჩარიცხულია დივიდენდი 72 302 ლარი, რომლითაც იმავე დღეს დაფარულია დამფუძნებლის სესხი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, განსახილველი სამეურნეო ოპერაციები შეაფასა მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლის, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი არის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში საეჭვო სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----------““ დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გადარიცხული თანხა 1 030 966 ლარი ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

19.07.2017 წელს შპს ----------“ ფიზიკური პირებისაგან შეიძინა შპს ----------“ (ს/ნ----------“) 100%-იანი წილი 2 020 326 ლარად. აღნიშნული ნასყიდობის თანხიდან 144 660 ლარი ავანსის სახით გადახდილ იქნა 26.06.2017 წელს, ამავე დღეს დამფუძნებლის ---------- მიერ კომპანიაზე გაცემული სესხის საფუძველზე.

18.07.2017 წელს შპს ----------“ სს „----------“ ბანკიდან“ აიღო სესხი, რის საფუძველზეც განახორციელა წილის ნასყიდობის დარჩენილი თანხის 1 875 666 ლარის გადახდა იმავე დღეს.

3.05.2018 წელს დამფუძნებელმა ---------- კომპანიას ასესხა 2 055 078 ლარი, რის საფუძველზეც გადახდილ იქნა შპს ----------“ მიერ სს „----------“ ბანკიდან“ აღებული სესხის თანხა სრულად (როგორც ძირი, ასევე პროცენტი) 2 063 843,77 ლარი.

28.05.2019 წელს შპს ----------“დივიდენდი გასცა შპს ----------“ დეველოპმენტზე 911 000 ლარის ოდენობით, მიღებული ფულადი რესურსით შპს ----------“ განახორციელა დამფუძნებლისაგან ---------- მიღებული სესხის ნაწილობრივ 910 000 ლარის ოდენობით გადახდა.

10.06.2019 წელს შპს ---------- დივიდენდი გასცა შპს ----------“ 1 005 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 120 966 ლარით განხორციელდა ---------- მიღებული სესხის თანხის გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ----------“ დივიდენდის სახით შპს ----------“ გაცემული თანხიდან, კომპანიამ დაფარა ---------- სესხი ჯამში 1 030 096 ლარის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილებაში მითითებული საგადასახადო კოდექსის მუხლები ციტირებულია შაბლონურად, ისე, რომ არ არის განმარტებული, თუ რატომ ირღვევა საგადასახადო კანონმდებლობა, ან რა საფუძვლით დაირღვა კომპანიის მიერ დამფუძნებლისაგან მიღებული სესხის დაფარვით.

მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მითითებული ცნებიდან სესხის ძირითადი მახასიათებელი არის, ის, რომ სასესხო ურთიერთობის დროს მსესხებელს საკუთრებაში გადაეცემა ფული და ეკისრება ვალდებულება უკან დააბრუნოს სესხის საგანი.

შემოწმების აქტში მითითებული არგუმენტაციით, მას შემდეგ რაც კომპანიამ დივიდენდის სახით მიიღო თანხა შპს ----------“ თითქოსდა ვალდებული იყო, რომ ამავე დანიშნულებით, ანუ დივიდენდის სახით გაეცა დამფუძნებელზე თანხა. მართალია საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში ასეთ მსჯელობას ანვითარებს, თუმცა ვერ უთითებს საგადასახადო კანონმდებლობიდან შესაბამის სამართლებრივ ნორმას, რის საფუძველზეც კომპანიას ევალებოდა მსგავსი სამეურნეო ოპერაციის განხორციელება.

კომპანიის დამფუძნებელი პერიოდულად მის მიერ შპს „----------““ სესხის სახით შეტანილი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფდა კომპანიის ფუნქციონირებას. შესაბამისად, კომპანიას მის მიმართ წარმოექმნა თანხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც განახორციელა კიდეც.

მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დაბეგვრაზე უნდა ემყარებოდეს კომპანიის მიერ საკანონმდებლო დათქმის უგულებელყოფას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არ აქვს ადგილი. გაუმართლებელია და უსაფუძვლოა კომპანიის სანქცირება, ვინაიდან:

1. კანონი არ აწესებს კომპანიის არანაირ ვალდებულებას დივიდენდის სახით მიღებული თანხის ამავე დანიშნულებით გაცემაზე;

ე დანიშნულებით გაცემაზე;

2. კანონი არ კრძალავს, დივიდენდის სახით მიღებული თანხით თავისი კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის დამფუძნებლისგან მიღებული სესხის გადახდას;

3. კანონი არ აწესებს რაიმე რიგითობას კომპანიის სამეურნეო ოპერაციაზე, როდესაც დამფუძნებლის მიმართ შესაძლებელია მოხდეს სესხის დაფარვაც და დივიდენდის გაცემაც.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დამფუძნებელი სწორედ იმიტომ გახდა კომპანიის კრედიტორი, რომ საბანკო დაწესებულებისათვის კომპანიას კრედიტზე დარიცხული პროცენტები არ ეხადა წლების განმავლობაში. შესაბამისად, იმ პირობებში, რომ კრედიტორი ნაცვლად დამფუძნებლისა, დარჩენილიყო საბანკო დაწესებულება, საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საგადასახადო ორგანო?! რა თქმა უნდა უპირატესად და სამართლიანად მიიჩნევდა საბანკო დაწესებულების წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ დააწესოს საკითხის განსხვავებული მოწესრიგება და განახორციელოს შერჩევითი დიფერენცირება კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების მხრივ დაფუძნებული იქნება თუ საბანკო დაწესებულება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თითქოსდა იმის გამო, რომ ჩაიხურა დამფუძნებლისაგან მიღებული სესხი, ამის გამო განხორციელდა ბიუჯეტის გადასახადებისაგან თავის არიდება, თუმცა ეს გარემოებაც უსაფუძვლოა, ვინაიდან გადასახადებისაგან თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან დამფუძნებლისაგან სესხის შედეგად აკუმულირებული პროცენტები სრულად დაფარულია და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

ცენტიანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №1 ---------- წერილის მიხედვით, საწარმო 2021 წლამდე მშენებლობის მომსახურებას უწევს საწარმოებს, წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს. შესრულებული სამუშაოების 100% გამოწერილია ფაქტურა და არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები. ასევე ხარჯების უმრავლესობას წარმოადგენს ქვეკონტრაქტორის მომსახურება. 2021 წლიდან შემოსავალი აქვს მხოლოდ კომპანიებზე გაცემული სესხიდან. საწარმოს შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისგან შპს ----------“ (ს/ნ ----------) 100% წილი 2 020 326 ლარად, აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან ---------- (პ/ნ ----------) აღებულის სესხი. გადარიცხვა მოხდა ორ ტრანზაქციად: 26.06.2017 წელს - 144 660 ლარი გადაირიცხა ---------- ბანკიდან, 26.06.20217 წელსვეა ჩარიცხული ---------- ბანკში 144 660 ლარი დამფუძნებლის ---------- ( ----------) სესხი. 18.07.2017 წელს - 1 875 666 ლარი გადაირიცხა ---------- ბანკიდან და 18.07.2017 წელსვეა 1 875 666 ლარის სესხი აღებული ---------- ბანკში. აღნიშნული ---------- ბანკის სესხი გადაფარულია 2018 წლის 3 მაისს. 2018 წლის 3 მაისსვეა ---------- ბანკის ანგარიშზე ჩარიცხული დამფუძნებლის ---------- სესხი 1 875 666 ლარის ოდენობით. 28.05.2019 წელს შპს ---------- განაწილებულია შპს ----------“ 910 000 ლარის დივიდენდი, ჩარიცხულია კომპანიის ----------- ბანკის ანგარიშზე და 28.05.2019 წელსვე დაფარულია 910 000 ლარის დამფუძნებლის სესხი აღნიშნულიც ---------- ბანკის ანგარიშიდან. ასევე, 10.06.2019 წელს ჩარიცხულია დივიდენდი 72 302 ლარი და იმავე დღესვე დაფარულია დამფუძნებლის სესხი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ სამეურნეო ოპერაციის შეფასებისას მხარეთა ნება განიმარტება ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი აქვს გადასახადებისაგან თავის არიდებას/დამალვას ან/და საგადასახადო შეღავათით არამართლზომიერ სარგებლობას. კვალიფიკაციის შეცვლის პირობებში, საგადასახადო ორგანო სამეურნეო ოპერაციას აფასებს მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ეფუძნება სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში საეჭვო სამურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 97-ე მუხლის და 130-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შპს ----------“ დამფუძნებლისგან სესხის აღების და აღნიშნული თანხით შპს ---------- წილის ყიდვის მიზანი იყო, შპს ---------- აკუმულირებული თანხის დაუბეგრავად გატანა, შესაბამისად შპს----------“ დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გასული თანხა 1 030 966 ჩაითვალა დამფუძნებელზე ---------- (პ/ნ ----------) გაცემულ დივიდენდად. საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველა ტრანზაქცია ბანკით არის შესრულებული, ამასთან, განხორციელებული ოპერაციები დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით, სასესხო ვალდებულებები დაფარულია, როგორც საბანკო დაწესებულების, ისე კომპანიის დამფუძნებლის წინაშე. დამფუძნებელი იმიტომ გახდა კომპანიის კრედიტორი, რომ საბანკო დაწესებულებისათვის კომპანიას კრედიტზე დარიცხული პროცენტები არ ეხადა წლების განმავლობაში. დივიდენდის სახით მიღებული თანხის კონკრეტული დანიშნულებით გაცემაზე საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდვა არ არის, ასევე, შეზღუდვა არ არის დივიდენდის სახით მიღებული თანხით დამფუძნებლისგან მიღებული სესხის გადახდაზე, არც რიგითობის დაცვას მოითხოვს კანონი კომპანიის სამეურნეო ოპერაციებზე, როდესაც დამფუძნებლის მიმართ ხდება სესხის დაფარვა და დივიდენდის გაცემა. უსაფუძვლოა საგადასახადო ორგანოს პოზიცია, კომპანიის მხრიდან გადასახადებისაგან თავის არიდების მცდელობის შესახებ, ვინაიდან დამფუძნებლისაგან სესხის შედეგად აკუმულირებული პროცენტები სრულად დაფარულია და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია, სამეურნეო ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის და შესაბამისად, საწარმოს დამფუძნებელზე გადახდილის სესხის და პროცენტის თანხების ამავე დამფუძნებელზე დივიდენდის სახით განაცემად ჩათვლის საკითხი არ არის დასაბუთებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19964 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა, დამფუძნებელზე გადახდილის სესხის და პროცენტის თანხების დივიდენდის სახით განაცემად ჩათვლა, მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო, 2021 წლამდე მშენებლობის მომსახურებას უწევს საწარმოებს, წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს. შესრულებული სამუშაოების 100% გამოწერილია ფაქტურა და არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები. ასევე ხარჯების უმრავლესობას წარმოადგენს ქვეკონტრაქტორის მომსახურება. 2021 წლიდან შემოსავალი აქვს მხოლოდ კომპანიებზე გაცემული სესხიდან. საწარმოს შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისგან სხვა შპს-ეს 100% წილი. აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან აღებულის სესხი.

შემოწმებით ჩაითვალა, რომ მომჩივანისთვის, დამფუძნებლისგან სესხის აღების და აღნიშნული თანხით შპს-ს წილის ყიდვის მიზანი იყო, შპს -ს აკუმულირებული თანხის დაუბეგრავად გატანა, შესაბამისად მომჩივანის. დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გასული თანხა ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);97(130);