გადაწყვეტილება №23413/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 23413/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემისხვადასხვასაბაზრო ფასის გამოყენებასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევადღგ - ს გადამხდელად ნებაყოფლობითი / სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმებასაბაზრო ფასი (მ.შ. შესყიდვის ფასი და თვითღირებულება)დასაბეგრი ოპერაციის დროოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემისხვადასხვასაბაზრო ფასის გამოყენებასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევადღგ - ს გადამხდელად ნებაყოფლობითი / სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმებასაბაზრო ფასი (მ.შ. შესყიდვის ფასი და თვითღირებულება)დასაბეგრი ოპერაციის დროოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

📄 სრული ტექსტი

№23413/2/2024

02 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 2.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23413/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.04.2023 წლის №7781 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №006-195 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13791 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 162 974,38 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 79 833

მოგების გადასახადი - 62 208

საშემოსავლო გადასახადი - 17 625

ჯარიმა - 39 917

საურავი - 43 224,38

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №006-553 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად დღგ-ის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №006-195 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13791 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანების შესაბამისად და ამავე ბრძანებით ჩამოყალიბებული ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების აქტით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები სრულად დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით დასტურდება 2021 წლის 15 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რის საფუძველზეც უძრავი ქონება დაბრუნდა კომპანიის საკუთრებაში, ხოლო 2021 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დამფუძნებელმა კაპიტალის თანხობრივი შენატანის სანაცვლოდ გაიტანა კომპანიის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, აღნიშნულის საფუძველზე შემოწმებით კომპანიის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და საწესდებო კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების ლარში განსაზღვრულ ღირებულებებს შორის სხვაობა გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ განხილულ იქნა დამფუძნებელზე განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება შემცირდა 3 142 ლარით, ხოლო ჯარიმა 1 571 ლარით.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, ხოლო განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება აღნიშნული ნორმით დადგენილი შეღავათით სარგებლობის საფუძვლები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დასკვნაში მოხსენიებულია მხოლოდ დასაბეგრი ობიექტის განმსაზღვრელი ნორმები და არ არის მითითებული საბაზრო ფასის განსაზღვრის ნორმები. შესაბამისად, აქტში მოხსენიებულ ნორმებს დაეყრდნო გადაანგარიშებაც. აღნიშნულის გათვალისწინებით მიუთითებს როგორც დასკვნის, ასევე აქტში მითითებულ ნორმებს. საგადასახადო შემოწმების აქტის (გვერდი 5 – „გამოყენებული დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდების შესახებ“) მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძვლად მოხსენიებულია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის ჩანაწერის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა საგადასახდო ვალდებულება განისაზღვროს გადამხდელის დანახარჯების მიხედვით, რასაც ამყარებს ასევე მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის დაშვება, რომ გარკვეულ შემთხვევაში საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება მათ შორის დანახარჯების მეთოდით. აღნიშნულ საკანონმდებლო ნორმათა და აქტის (ფაქტობრივი გარემოება, აუდიტორის შეფასება და დარიცხვის სამართლებრივი შეფასება) მიხედვით (უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, უძრავი ქონების შესყიდვის დროს დაფიქსირებული ღირებულებით (300 000 აშშ დოლარი ექვ. ლარში)) ვადგენთ, რომ შემოწმება საბაზრო ფასს განსაზღვრავს დანახარჯების მეთოდით, თუმცა უცნაურია როდესაც დანახარჯი განისაზღვრება 2016 წელს გადახდილი 300 000 აშშ დოლარით ექვივალენტი ლარში 2021 წლის კურსით (ლარის არსებობის პერიოდში ყველაზე მაღალი ნიშნულით 1/3,32). ლოგიკურია, რომ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი საწარმოსთვის საქართველოს კანონმდებლობითვე დანახარჯი განისაზღვროს ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, დანახარჯების მეთოდით განსაზღვრისას დანახარჯი და საბაზრო ფასი ტოლია და სარგებელი ან სხვა სახის შემოსავალი ვერ წარმოიშობა.

უცხოური ვალუტით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა ყოვლად მიუღებელია (მითუმეტეს როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებაში უცხოურ ვალუტასთან ერთად დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტაც) და თვალსაჩინოებისთვის განვიხილავთ იმ შემთხვევას თუ აშშ დოლარის მაგივრად ნასყიდობა გაფორმდებოდა მაგალითად თურქულ ლირაში: 2016 წელს, ანუ შეძენის პერიოდის 0.7268(კურსი)*300 000 ლირა = 218 040 ლარი, 2021 წელს გადაფორმების პერიოდის 0.4676(კურსი)*300 000 ლირა = 140 280 ლარი შესაბამისად, ამ ვალუტის პირობებისა და შემოწმებისას გამოყენებული დათვლის მეთოდის არსებობის პირობებში გვექნებოდა შემდეგი გარემოება: 2016 წლის დანახარჯი 218 ათასი ლარი იქნებოდა, მისი საბაზრო ფასი მიწოდების პერიოდში განისაზღვრებოდა 140 ათასი ლარით, ხოლო წარმოშობილი „ზარალი“ კი 77 760 (218 040–140 280) ლარით? მაგალითი ადასტურებს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრა უცხოური ვალუტით ექვ. ლარში დღევანდელი კურსით დანახარჯების მეთოდის დებულებას ეწინააღმდეგება.

არ არის გათვალისწინებული სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: „საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი.“

გაურკვევლობას/დაბნეულობას იწვევს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებები, ვინაიდან 2024 წლის 8 აპრილის №7781 ბრძანებით შემოსავლების სამსახური ამახვილებდა ყურადღებას ფაქტობრივ გარემოებაზე და მიუთითებდა სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეღავათზე, ხოლო მისივე 2024 წლის 12 ივნისის №13791 ბრძანებაში აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვეაში არ დგინდება აღნიშნული ნორმით დადგენილი შეღავათით სარგებლობის საფუძველი მაშინ, როდესაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლით ის ფაქტობრივი გარემოება დასტურდება, რომელიც პირველ ბრძანებაშია აღწერილი.

კიდევ უფრო გაურკვევლობას იწვევს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, ვინაიდან საკანონმდებლო ნორმა რომელიც გამოყენებულია დღგ-ით დაბეგვრის მიზნით (მუხლი 160. „ვ“ ქვეპუნქტი: საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა) თითქმის იდენტურია საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათის (მუხლი 82. „ჩ“ ქვეპუნქტი).

გასათვალისწინებელია სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რომელიც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა - განსახილველ შემთხვევაში დამფუძნებლის ფულით შპს-ს სახელით აქტივის შეძენა და შემდგომ მისთვის გადაცემა - სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო ორგანოს მიდგომა ყოველთვის ეყრდნობოდა შინაარსობრივ შეფასებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც დასაფიქრებელია, თუ რა შედეგი ექნებოდა საბოლოო ქმედება (ქონების საწარმოს დირექტორსა და 100% წილის მფლობელ პირზე რეგისტრაცია), რომ განხორციელებულიყო 2016 წელს. ანუ დირექტორს არა შპს-ზე, არამედ თავის სახელზე რომ გაეფორმებინა ქონება. განხორციელებული ოპერაციით, ვინმემ მიიღო თუ არა სარგებელი ან მიზანი იყო თუ არა სარგებლის მიღება. ამასთან, ქონება შეძენილია ფ.პ-ისგან, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ფლობდა მას. ამასთან, შპს ფაქტობრივად უმოქმედო იყო დაფუძნების დღიდანვე, მას არანაირი რესურსი არ გააჩნდა რაიმე ქონების შეძენის და მის სახელზე ქონების გაფორმება ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, რომელსაც არავითარი ფისკალური ეფექტი არ გააჩნდა, ოპერაციებში მონაწილე არცერთი მხარისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად დღგ-ის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).

დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7781 ბრძანებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადაანგარიშების ეტაპზე დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ქონების გაყიდვის ოპერაცია გაუქმდა, ქონება დაუბრუნდა კომპანიას საკუთრებაში, რაც გაიტანა კომპანიიდან დამფუძნებელმა. კაპიტალიდან გატანილი ქონების ღირებულებად მიჩნეული იქნა 2016 წელს ამავე ქონების კომპანიის მიერ შეძენის ღირებულება. ქონების საბაზრო ღირებულების შეფასებაზე გადასახადის გადამხდელს დასკვნა არ წარმოუდგენია. აღნიშნული მიწა ფართების სანაცვლოდ შეტანილია ამხანაგობაში.

დივიდენდზე განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივნის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შეღავათი და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საფუძვლით შეამციროს დივიდენდზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13791 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №7781 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-553 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №7781 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის №7781 ბრძანებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად დღგ-ის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).

ხოლო,შემოსავლების სამსახურის №7781 ბრძანებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №006-195 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №13791 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის №7781 ბრძანების შესაბამისად.

ხოლო,დივიდენდზე განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივნის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შეღავათი და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საფუძვლით შეამციროს დივიდენდზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1.7 „ა“); 165(1); 282(1);