საგადასახადო ა/ფაქტურის გასწორება, რომელიც არ ეხება დღგ-ს თანხას N 1133
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგადასახადო ა/ფაქტურის გასწორება N 1133
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ გამოწერილ საფ-ში დაშვებულია შეცდომა, რომელიც არ უკავშირდება გადასახადის თანხას და შესაძლებელია მხარეთა იდენტიფიცირება
· I ვარიანტი: მყიდველისთვის საფ-ის გადაცემამდე პირმა ყველა ეგზემპლარში შეასწორა უზუსტობა და დაამოწმა ხელმოწერითა და ბეჭდით
· II ვარიანტი: პირმა შეცდომა აღმოაჩინა საფ-ის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემდეგ და შეცდომის გასწორების მიზნით მეორე მხარის წარმომადგენელთან ერთად მიმართა საგადასახადო ორგანოს
· III ვარიანტი შეცდომა აღმოჩენილი იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ და შემდგომ მოხდა მისი გასწორება
შეფასება
· საფ-ში შეცდომის აღმოჩენისას გამყიდველს ყველა ეგზემპლარში უნდა გაესწორებინა შეცდომა და დაემოწმებინა იგი ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში). შეცდომის გასწორება ასევე შესაძლებელია საფ-ის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემდეგ. კერძოდ, შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გადამხდელებს შეუძლიათ ერთობლივად მიმართონ საგადასახადო ორგანოს საფ-ის ყველა ეგზეპლარში (მათ შორის საგადასახადო ორგანოში არსებულ საფ-ში) შეცდომის გასწორების მიზნით
ღონისძიებები
· პირველ და მეორე ვარიანტებში პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება
· მე-3 ვარიანტში პირს დაერიცხება ჯარიმა სსკ-ის 144-ე მუხლით
· სამივე ვარიანტში აღნიშნული საფ-ის მიხედვით მყიდველის მიერ მიღებული ჩათვლა არ გაუქმდება
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით