დივიდენდის დაბეგვრა (2011 წლიდან გაცემული შუალედური დივიდენდი საწარმოს დამფუძნებელზე გაცემული უპროცენტი სესხია) N 0108
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დივიდენდის დაბეგვრა N 0108
ფაქტობრივი გარემოებები
· 2011 წელს დადგენილი წესით დივიდენდების სახით განაწილებულია შუალედური მოგება (წილის პროპორციულად ან პროპორციის გარეშე)
· გაცემული თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან
· წლიური შედეგებით დადგინდა რომ საწარმოს მოგება არ მიუღია და შესაბამისად განაწილებული თანხები ვერ დაკვალიფიცირდა როგორც დივიდენდი
· ვინაიდან პარტნიორს მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლება აქვს, მიღებულია გადაწყვეტილება თანხების საწარმოსათვის დაბრუნების თაობაზე
შეფასება
· შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება შესაძლებელია
· დასაბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით საწარმოსათვის გაცემის თარიღიდან ჩაითვლება უპროცენტოდ გაცემულ სესხად
· დასაბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით პარტნიორისათვის გაცემის თარიღიდან ჩაითვლება უპროცენტო სესხის მიღებად
· საწარმოს საგადასახადო აგენტის ვალდებულება პარტნიორთან მიმართებაში არ დაეკისრება
ღონისძიებები
· სესხის საბაზრო პროცენტით გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში იგი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით
· პარტნიორს სარგებელზე უნდა დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი სსკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული განაკვეთით
· პარტნიორი დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით
წყაროსთან დაკავებული დივიდენდის დეკლარირებული თანხა ექვემდებარება შემცირებას.
თუ პარტნიორი იმავდროულად დაქირავებული პირია აღნიშნული განაცემი არ კვალიფიცირდება ხელფასად და გამოსაქვით ხარჯს არ წარმოადგენს.
თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შემთხვევაში, პარტნიორს უფლება აქვს გამოიქვითოს მასთან დაკავშირებული ხარჯები.
ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ დივიდენდი გაცემულ იქნა სსკ-ის 130-ე (1) მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და დაცულია 309-ე (2) მუხლის მოთხოვნები.
გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების შესახებ შესაძლოა მიღებულ იქნას შემოწმების მიმდინარეობის პროცესშიც.
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე