ლიზინგი (2007 წელს შემოსავალია დისკონტირებული ღირებულება) N 0260

0260 ლიზინგი (2007 წელს შემოსავალია დისკონტირებული ღირებულება) - (ძალადაკარგული) 26.04.2012
№ დოკუმენტი 0260
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ლიზინგი N 0260

ფაქტობრივი გარემოებები

•2007 წელს საწარმოს მიერ ლიზინგით გაცემულია ამორტიზებადი აქტივი

•აქტივის ლიზინგით გაცემა მოგების გადასახადის მიზნებისათვის განხილულ იქნა საქონლის მიწოდებად და მისი ღირებულება სრულიად იქნა გამოქვითული 2007 წლის ერთობლივი შემოსავლიდან

•ბასს-ის მიხედვით დისკონტირების გზით გამოყოფილი ძირითადი თანხა მოგების გადასახადით დაბეგრილია იმ საანგარიშო წელს, როდესაც მოხდა მისი ლიზინგით გაცემა,ხოლო საპროცენტო შემოსავალი გადანაწილებულ იქნა საანგარიშო პერიოდების მიხედვით

შეფასება

•აღწერილ პერიოდში მოქმედი სსკ-ის 21-ე მუხლის შესაბამისად ამორტიზებადი აქტივის ლიზინგით გადაცემა მოგების გადასახადის მიზნებისათვის ითვლებოდა საქონლის მიწოდებად. შესაბამისად, საწარმოს უფლება ჰქონდა ერთობლივი შემოსავლიდან სრულიად გამოექვითა ლიზინგის საგნის ღირებულება იმ საანგარიშო წელს, როდესაც მოხდა მისი ლიზინგით გაცემა

•ლიზინგით გაცემულ საგანზე ერთობლივ შემოსავალში აისახება ბასს-ის მიხედვით დისკონტირების გზით გამოყოფილი საქონლის ძირითადი თანხა იმ საანგარიშო წელს, როდესაც მოხდა მისი ლიზინგით გადაცემა, და საპროცენტო შემოსავალი-ლიზინგის საანგარიშო პერიოდების მიხედვით

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და არ ხდება დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება

ბასს-ის მიხედვით დისკონტირების გზით გამოყოფილი ძირითადი თანხა ემთხვევა ამ აქტივის თვითღირებულებას

სახელმძღვანელო ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებებზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით