გადაწყვეტილება №24752/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2025
№ დოკუმენტი 24752/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24752/2/2025

27 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 13.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24752/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დავის დაწყება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 თებერვლის №2427 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 470 492.07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 242 013

დღგ - 176 885

მოგების გადასახადი - 64 733

საშემოსავლო გადასახადი - 200

ქონების გადასახადი - 195

ჯარიმა - 159 784

საურავი - 68 695.07

 

სადავო საკითხები:

1. დავის დაწყება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 24 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2020 წლის 21 ოქტომბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანება და 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანება 16.01.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 24.02.2023 წლის №18664/2/2023 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 13 იანვარს მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავის დაწყება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 თებერვლის №2427 ბრძანებით ამ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 299-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, წარდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის „დ“ პუნქტზე, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება დაუსაბუთებელია, ითხოვს არარად იქნეს ცნობილი სადავო ბრძანება და გამოყენებულ იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებს და ვერ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 24 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2020 წლის 21 ოქტომბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 13 იანვარს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 12 თებერვლის №2427 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 თებერვლის №2427 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის №5645 და 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანებებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნაზე უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიის 2025 წლის 13 და 17 იანვარის საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 24 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 15 მარტის №5645 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2020 წლის 21 ოქტომბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2020 წლის 18 ნოემბრის №34224 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №007-449 საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 13 იანვარს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 12 თებერვლის №2427 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობდა იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დავის დაწყება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებს და ვერ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ზ).