საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/696-18
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/696-18
25 მარტი, 2025 წელი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სალომე ჯაბიძე
სხდომის მდივანი ელისო ჟორჟოლიანი
მოსარჩელე -----
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - -----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 აგვისტოს N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 5 000 ლარით დაჯარიმების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 ოქტომბრის N 27753 ბრძანება;
1.3. მოსარჩელისთვის მის მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის - 5000 ლარის დაბრუნება;
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს ----- ოჯახთან ერთად ----- აეროპორტის გავლით შემოვიდა საქართველოში, რეისით -----. აეროპორტში შემოსვლის დროს მან შეავსო საჭირო დეკლარაცია, სადაც მიუთითა, რომ მას თან ჰქონდა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარს ზემოთ ფულადი თანხა, რომლის მიზნობრიობა იყო ბინის შეძენა საქართველოში. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მას ფული შენახული ქონდა ბარგში, სადაც ელაგა ცოლის და შვილის ტანსაცმელიც და პირადი ნივთებიც, თანხა კი ნაწილ-ნაწილ იყო შენახული ბარგში, როგორც მის ასევე ცოლ-შვილის პირად ნივთებში. მიუხედავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, ის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან ----- მიერ შევსებულ იქნა დეკლარაცია, შესაბამისად 2018 წლის 04 აგვისტოს ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის უკანონო, რის გამოც უნდა გაუქმდეს.
2025 წლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე -----, მას გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2018 წლის 04 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარი მებაჟე-ოფიცერის მიერ, ----- მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი -----.
2018 წლის 04 აგვისტოს 22:13 საათზე შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ს.გ.პ ----- აეროპორტში რეისით -----, ----- ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე - ----- (პ/ნ:-----). მწვანე დერეფნის გავლის შემდეგ მებაჟე ოოფიცრის მიერ შეჩერებულ იქნა მგზავრი, რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა - 30000 აშშ დოლარი, რამაც ლარებში შეადგინა 73452 ლარი. მგზვარი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით 5000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.08.20218 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ----- (ს.ფ. 13)
3.1.2. 04.08.2018 წელს ----- არადეკლარირებული თანხის ქონისთვის დაჯარიმების შემდგომ, შაევსო ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია N-----, სადაც აღნუსხა, რომ თან ჰქონდა ან ბარგით/ხელბარგით გადაადგილებდა შემდეგ საქონელს: ნაღდი ფული, რომლის ჯამური ოდენობა აღემატება 30000 ლარს, კერძოდ, მას თან ჰქონდა 27800 აშშ დოლარი.
დეკლარაცია შეიცავს შენიშვნას: მგზავრი დაჯარიმდა არადეკლარირებული თანხისთვის. ოქმი -----.
დეკლარაციას ხელს აწერენ ფიზიკური პირი ----- და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 04.08.2018 წლის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ----- (ს.ფ. 11–12)
3.1.3. 05.08.2018 წელს ----- გადაიხადა საბაჟო სამართალდარღვევის ----- ოქმით დაკისრებული ჯარიმა - 5000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო ქვითარი (ს.ფ. 15)
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ცვლის უფროსის ----- მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს ს.გ.პ. „----- აეროპოტში“ რეისით ----- ----- (-----) ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ----- (პ/ნ: -----). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში ბარგის მიღებისთანავე მგზავრი გაემართა გასასვლელისკენ რა დროსაც ჩემს მიერ იქნა გაცემული მითითება აღნიშნული მგზავრის გაჩერებაზე. მწვანე დერეფანში გასვლის შემდეგ მოქალაქე ----- შეჩერებულ იქნა მებაჟე ოფიცრის მიერ ბარგის და ხელბარგის დათვალიერების მიზნით. ინტერვიურებისას მგზავრმა განაცხადა, რომ მას თან არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, ხოლო სკანერით დათვალიერების შედეგად აშკარა იყო, რომ მგზავრს თან ჰქონდა თანხა, რომელიც შესაძლებელი იყო, დაქვემდებარებოდა დეკლარირებას. ბარგის დასკანერების შემდეგ მგზავრმა კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა განაცხადა, რომ არ ჰქონდა, ხოლო შემდეგ უკვე განაცხადა, რომ თან ჰქონდა 30 000 აშშ დოლარი რის შემდეგაც მოხდა სპეციალურად გამოყოფილ ოთახში თანხის გადათვლა. ინტერვიურებისას ასევე მგზავრმა ვერ დაასაბუთა თანხის წარმომავლობა, ხოლო ჩემს კითხვაზე გამოტანებული ხომ არ იყო აღნიშნული თანხა ვინმეს მიერ მან დამიდასტურა, რომ აღნიშნული თანხიდან 10 000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა მას ხოლო დანარჩენი იყო გამოტანებული თავისი ახლობლის მიერ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე გვქონდა სამართალდარღვევის ფაქტი რაზეც გამოიწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ----- და ----- დაჯარიმდა საქართველოს საგადასხადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13-ე ნაწილით 5000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ფიზიკური პირის დეკლარაციას, რომელზეც ----- აცხადებს, რომ თითქოს აღნიშნული დეკალარაციის საფუძველზე დაადეკლარირა თანხა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დეკლარაცია შეივსო პროცედურის შესაბამისად, ანუ საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილ თანხის საქართველოში შემოტანისათვის, რაც მითითებულია ფიზიკური პირის დეკლარაციის შენიშვნის გრაფაში. გამომდინარე აქედან, მოქალაქე 2018 წლის 4 აგვისტოს არ დაუდეკლარირებია თანხა ----- აეროპორტში თავისი ნებით. ჩემს მიერ ეჭვის არ არსებობის შემთხვევაში და აღნიშნული მგზავრის მწვანე დერეფანში არ გაჩერების შემთხვევაში ს.გ.პ. ----- აეროპორტის გავლით საქართველოში ----- შემოიტანდა თანხას, რომელიც ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ცვლის უფროსის ----- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 97-98)
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი CD დისკზე აღბეჭდილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ----- არ უარყოფს, რომ მის მიერ არ განხორციელებულა თან მქონი თანხის დეკლარირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვიდეოჩანაწერი (CD დისკზე, ს.ფ. 104)
3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 ოქტომბრის N 27753 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ----- საჩივარი. საბჭომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოვლენასთან და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ამ კანონით გათვალისწინებულ საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებსა და შესაბამის პირებს შორის, აგრეთვე ურთიერთობებს, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა. ხოლო, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა. მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია. ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, თუ მისი ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი, რაც გულისხმობს “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციას, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. შემოსავლების სამსახური უთითებს ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის მიხედვით საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ხოლო საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო 101 პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით კი საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია. ამავე მუხლით დადგენილია ასევე, რომ დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით. ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ადგენს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით ” საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. სსკ-ის 289-ე მუხლის მე-13-ე ნაწილის მიხედვით საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას. დავების განხილვის საბჭოს მიერ დადგენილია ის გარემოება, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს ჩამოფრინდა მომჩივანი, რომელიც საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ შეეცადა საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებას მწვანე დერეფნის გავლით, ისე, რომ ფულის დეკლარირების მიზნით, არ მიუმართავს საბაჟოსთვის, აღნიშნული დასტურდება ასევე საქმეზე არსებული ვიდეოფაილითაც. მომჩივნის ხელბარგის დათვალიერების შედეგად კი აღმოჩენილ იქნა, არადეკლარირებული ნაღდი ფული - 30 000 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის, წარმოდგენილი ინფორმაციის, საქმეზე მტკიცებულებების, არსებული საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გათვალისიწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დადასტურებულია ის გარემოება, რომ მომჩივნის გამოთქმული მოსაზრების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან შემოწმებისას მას აღმოაჩნდა დეკარირებას დაქვემდებარებული საქონელი 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფული (30 000 აშშ დოლარი), რომლის გადმოტანასაც სამართალდამრღვევი შეეცადა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. ამდენად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს. რომ მომჩივნის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე- 13 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა კანონშესაბამისია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 ოქტომბრის N 27753 ბრძანება (ს.ფ. 99- 101)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ----- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი (სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ (სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია (სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 აგვისტოს N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 5 000 ლარით დაჯარიმების შესახებ და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 ოქტომბრის N 27753 ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა განიმარტებოდა, როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა. დღეს მოქმედი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ორგანოს ასევე წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, რომელიც, ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად, ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. ამავე კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი განიმარტებოდა როგორც მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებდა როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ასევე დღეს მოქმედი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველ ნაწილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 215-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრებოდა დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქონლის გაფორმების მიზნით უნდა წარდგენილიყო საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრებოდა ამავე კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება.
სასამართლო - აღნიშნავს, რომ სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგული ფინანსთა მინისტრის 08.09.2019 წლის N 257 ბრძანებით) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარებოდა საბაჟო ზედამხედველობას და შესაბამისად სავალდებულო იყო მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
ამავე ინსტრუქციის მე-19-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრებოდა დეკლარანტს/საქონლის მფლობელს, ხოლო ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელი იყო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობოდა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია; თავის მხრივ, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის;
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებისას, მისი მფლობელი/მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; კერძოდ, საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური განხორციელებისათვის უზრუნველყოფისთვის საბაჟო ორგანოში წარადგინოს შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, სადავო აქტის მიღებისას მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13-ე ნაწილის თანახმად (დღეს მოქმედი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი), იწვევდა ვალდებული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა პირს ავალდებულებს, წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია ისეთი საქონლის მიმართ, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და თუ ამ საქონლის ღირებულება აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს. მართალია, სკ-ის 289-ე მუხლი 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოღებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან, თუმცა იმავე დარღვევისთვის დღეს მოქმედი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ანალოგიურ სახდელს. შესაბამისად, სადავო დარღვევისთვის საგადასახადო პასუხისმგებლობა გაუქმებული არ არის. რაც შეეხება უშუალოდ დარღვევის ჩადენას, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება ერთმანეთისაგან განასხვავებს სამართალდარღვევის ჩადენის ორ ალტერნატიულ შესაძლებლობას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა.
სასამართლო მიუთითებს სამართალდარღვევის პერიოდისთვის არსებულ კანონმდებლობაზე, კერძოდ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, მას დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქე ----- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და საბაჟო გამშვები პუნქტი „----- აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი N ----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოვლენასთან და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ამ კანონით გათვალისწინებულ საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებსა და შესაბამის პირებს შორის, აგრეთვე ურთიერთობებს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე. აღნიშნული კანონის მე-2-ე მუხლის მიხედვით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა. ხოლო მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N 290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, თუ მისი ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
სსკ-ის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარი მებაჟე-ოფიცერის მიერ, ----- მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N -----.
2018 წლის 04 აგვისტოს 22:13 საათზე შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ს.გ.პ ----- აეროპორტში რეისით -----, ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ----- (პ/ნ -----). მწვანე დერეფნის გავლის შემდეგ მებაჟე ოოფიცრის მიერ შეჩერებულ იქნა მგზავრი, რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა - 30000 აშშ დოლარი, რამაც ლარებში შეადგინა 73 452 ლარი. მგზვარი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით 5000 ლარის ოდენობით.
04.08.2018 წელს ----- არადეკლარირებული თანხის ქონისთვის დაჯარიმების შემდგომ, შაევსო ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია -----, სადაც აღნუსხა, რომ თან ქონდა ან ბარგით/ხელბარგით გადაადგილებდა შემდეგ საქონელს: ნაღდი ფული, რომლის ჯამური ოდენობა აღემატება 30000 ლარს, კერძოდ, მას თან ჰქონდა 27800 აშშ დოლარი.
დეკლარაცია შეიცავს შენიშვნას: მგზავრი დაჯარიმდა არადეკლარირებული თანხისთვის. ოქმი N -----. დეკლარაციას ხელს აწერენ ფიზიკური პირი ----- და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ცვლის უფროსის ----- მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს ს.გ.პ. „----- აეროპოტში“ რეისით ----- (-----) ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ----- (-----). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში ბარგის მიღებისთანავე მგზავრი გაემართა გასასვლელისკენ რა დროსაც ჩემს მიერ იქნა გაცემული მითითება აღნიშნული მგზავრის გაჩერებაზე. მწვანე დერეფანში გასვლის შემდეგ მოქალაქე ----- შეჩერებულ იქნა მებაჟე ოფიცრის მიერ ბარგის და ხელბარგის დათვალიერების მიზნით. ინტერვიურებისას მგზავრმა განაცხადა, რომ მას თან არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, ხოლო სკანერით დათვალიერების შედეგად აშკარა იყო, რომ მგზავრს თან ჰქონდა თანხა, რომელიც შესაძლებელი იყო დაქვემდებარებოდა დეკლარირებას. ბარგის დასკანერების შემდეგ მგზავრმა კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა განაცხადა, რომ არ ჰქონდა, ხოლო შემდეგ უკვე განაცხადა, რომ თან ჰქონდა 30 000 აშშ დოლარი რის შემდეგაც მოხდა სპეციალურად გამოყოფილ ოთახში თანხის გადათვლა. ინტერვიურებისას ასევე მგზავრმა ვერ დაასაბუთა თანხის წარმომავლობა, ხოლო ჩემს კითხვაზე გამოტანებული ხომ არ იყო აღნიშნული თანხა ვინმეს მიერ მან დამიდასტურა, რომ აღნიშნული თანხიდან 10 000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა მას ხოლო დანარჩენი იყო გამოტანებული თავისი ახლობლის მიერ, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე გვქონდა სამართალდარღვევის ფაქტი რაზეც გამოიწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ----- და ----- დაჯარიმდა საქართველოს საგადასანადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13-ე ნაწილით 5000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ფიზიკური პირის დეკლარაციას, რომელზეც ----- აცხადებს, რომ თითქოს აღნიშნული დეკალარაციის საფუძველზე დაადეკლარირა თანხა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დეკლარაცია შეივსო პროცედურის შესაბამისად, ანუ საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილ თანხის საქართველოში შემოტანისათვის, რაც მითითებულია ფიზიკური პირის დეკლარაციის შენიშვნის გრაფაში. გამომდინარე აქედან, მოქალაქე ----- 2018 წლის 4 აგვისტოს არ დაუდეკლარირებია თანხა ----- აეროპორტში თავისი ნებით. ჩემს მიერ ეჭვის არ არსებობის შემთხვევაში და აღნიშნული მგზავრის მწვანე დერეფანში არ გაჩერების შემთხვევაში ს.გ.პ. ----- აეროპორტის გავლით საქართველოში ----- შემოიტანდა თანხას, რომელიც ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახდო კოდქესის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გამოსაყენებელ პასუხისმგებლობის ზომებს ალტერნატიულად ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქმის სპეციფიკურობისა და ინდივიდუალური მახასიათებლების, ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით სამართალდამრღვევის მიმართ შეარჩიოს შესაფერისი და ადეკვატური ღონისძიება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ამავე კოდექსის მე-7-ე მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. მითითებული მუხლის „ნ“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, საქონლის წარდგენა არის შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ზოგადი დეკლარირება კი საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და შესაბამისად სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო - სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად კი, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
საქმეზე კარაპეტიანი საქართველოს წინააღმდეგ (Karapetyan v. Georgia, no. 61233/12, 834, 2020 წლის 15 ოქტომბერი) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფოებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი და აგრეთვე ვალდებულება სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომ მიიღონ ზომები მათ საზღვრებზე ფულადი სახსრების გადატანის გამოვლენისა და მონიტორინგისათვის, ვინაიდან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული შეიძლება გამოყენებული იქნას ფულის გათეთრების, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტერორიზმის ან ორგანიზებული დანაშაულის ფინანსირების, გადასახადების თავიდან აცილების ან სხვა სერიოზული ფინანსური დანაშაულებისათვის. ზოგადი დეკლარაციის მოთხოვნა, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი ნებისმიერი პირის მიმართ, ახდენს ქვეყანაში შეუსწავლელად ნაღდი ფულის შემოსვლის ან გასვლის პრევენციას და კონფისკაციის ზომა, რომელიც საბაჟო ორგანოებისთვის ნაღდი ფულის დაუდეკლარირების შედეგია, წარმოადგენს ამ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი მარეგულირებელი სქემის ნაწილს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გირლიანი რუსეთის წინააღმდეგ, Gyrlyan v. Russia, no. 35943/15, § 23, 2018 წლის 9 ოქტომბერი)“.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით გადაადგილებას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება. თითოეული საბაჟო პროცედურის ზედმიწევნით განხორციელება ჯაჭვურად ხელს უწყობს საბაჟო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას და შედეგად, საბაჟო კანონმდებლობით დასახული მიზნის მიღწევას. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია უშუალოდ საქონლის გადამაადგილებელი მონაწილეობა საბაჟო პროცედურებში. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის N ბს-572-572(2კ-18) გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას საქონლის მფლობელი ვალდებულია, ერთი მხრივ, შეცნობილი ჰქონდეს, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანისას საქონლის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის სრულყოფილი წარდგენით უზრუნველყოს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური განხორციელებისათვის ხელის შეწყობა. აღნიშნული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება თუ შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობითი ფუნქციების შესრულებას.“
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების შეჯერებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ---- სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 აგვისტოს N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 5 000 ლარით დაჯარიმების შესახებ და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 ოქტომბრის N ----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს ----- მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 5000 ლარის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 261 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ----- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. ქუთაისი, ვ. კუპრაძის ქ. N 11) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე
სალომე ჯაბიძე
სადავო საკითხი:
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს აეროპოტში ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში ბარგის მიღებისთანავე მგზავრი გაემართა გასასვლელისკენ რა დროსაც აეროპორტის თანამშრომლის მიერ იქნა გაცემული მითითება აღნიშნული მგზავრის გაჩერებაზე. მწვანე დერეფანში გასვლის შემდეგ მოქალაქე შეჩერებულ იქნა მებაჟე ოფიცრის მიერ ბარგის და ხელბარგის დათვალიერების მიზნით. მგზავრმა განაცხადა, რომ მას თან არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, ხოლო სკანერით დათვალიერების შედეგად აშკარა იყო, რომ მგზავრს თან ჰქონდა თანხა, ხოლო შემდეგ უკვე განაცხადა, რომ თან ჰქონდა 30 000 აშშ დოლარი რის შემდეგაც მოხდა სპეციალურად გამოყოფილ ოთახში თანხის გადათვლა. სამართალდარღვევის ფაქტზე გამოიწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. მოქალაქე დაჯარიმდა საქართველოს საგადასხადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13-ე ნაწილით 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 04 აგვისტოს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 5 000 ლარით დაჯარიმების შესახებ და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს მომჩივანის მიერ გადახდილი ჯარიმის თანხის 5000 ლარის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე- 13 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა კანონშესაბამისია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 261 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.