N 3103-XIმს-Xმპ - 31/05/2023 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 31.05.2023
№ დოკუმენტი 3103-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის:

ა) მე-15 და 151 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.

151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი.“;

 

ბ) 153 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი.“;

 

გ) 156 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„156. იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა:

ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი;

ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი.“;

 

დ) 158 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„158. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი.“;

 

ე) 159 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

ვ) 159 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1510−1512 პუნქტები:

„1510. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი.

1511. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი.

1512. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაცია/ორგანიზაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) თავისუფლდება ამ მუხლის 156 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან.“.

 

მუხლი 2. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მოპოვებისას.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,31 მაისი 2023 წ.

N3103-XIმს-Xმპ

 

წყარო:საქართველოს საკანონმდებლო მაცნე