ჩუქებით გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრა (ჩუქებით გადაცემა არაა საქმიანობა, მაგრამ იმავე საქმეს თუ არ აგრძელებს უქმდება გამჩუქებლის მიერ მიღებული ჩათვლა) N 1130
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ჩუქებით გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრა N 1130
ფაქტობრივი გარემოებები
•2010 წელს დღგ-ის გადამხდელმა ფიზიკურმა პირმა მემკვიდრეს ჩუქებით გადასცა არასაცხოვრებელი ფართი
•ფიზიკური პირის მიერ ფართი გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში (გაცემულია იჯარით)
•გამჩუქებლის მიერ ფართი შეძენილი იყო დღგ-ის ოპერაციის ფარგლებში და მიღებული იყო დღგ-ის ჩათვლა 15 000 ლარი. ამასთან, იჯარის პერიოდში მიღებულ კომპენსაციაზე დარიცხულია დღგ 3000 ლარი
•გამჩუქებლის მიერ ჩუქებით გადაცემული ქონება არ იქნა დაბეგრილი დღგ-ით
შეფასება
•ფიზიკური პირის მიერ არასაცხოვრებელი ფართის მემკვიდრესათვის ჩუქება არ განიხილება საქმიანობად, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობად, შესაბამისად, არც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად
•თუ საქონელი, რომლის მიხედვითაც მიღებულია ჩათვლა სრულად არ არის გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციაში, ჩათვლილი დღგ-ის შესაბამისი თანხა ექვემდებარება აღდგენას
ღონისძიებები
•გამჩუქებელ პირს უნდა გაუუქმდეს დღგ-ის ჩათვლა 12000 ლარი (15000-3000) იმ საანგარიშო თვეში, როდესაც მოხდა ქონების გაჩუქება და დაერიცხოს კუთვნილი დღგ
•გადასახადების შემცირებისათვის პირს დაერიცხება სანქცია სსკ 132-ე მუხლის თანახმად
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით