ბრძანება N 5893

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.03.2026
№ დოკუმენტი 5893
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5893

18 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის: ---) 2026 წლის 2 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ----) №26781/2/2026 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №004157 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სსიპ ქ. ---- სკოლის მიმდებარედ ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი ავტომანქანების სავალი გზიდან გამოყოფილია ე.წ. შემზღუდავი ჯებირით (მოაჯირი), რომელიც ხელს უშლის ფეხით მოსიარულეებს, პირდაპირ გადაკვეთონ ავტომანქანების სავალი გზა და მოხვდნენ გზის მოპირდაპირე მხარეს, ანუ შპს „----“-ის (ს/ნ ---) სავაჭრო ჯიხურთან. ამასთან, თუ არასრულწლოვანი შემზღუდავ მოაჯირს ზემოდან გადალახავს, პირდაპირ მოხვდება ავტომანქანების სავალ გზაზე, სადავ ავტომანქანები მოძრაობენ სავალ ზოლზე საკმაოდ დიდი სისწრაფით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ----ს გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არის ე.წ. „ზებრა“ და არც შუქნიშანი, რითაც ფეხით მოსიარულეები ისარგებლებდნენ. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სსიპ ქ. ---სკოლიდან გამოსული არასრულწლოვნები რომ მოხვდნენ შპს „---“-ის (ს/ნ ---) სავაჭრო ჯიხურთან, უნდა ისარგებლონ ერთადერთი გზით - ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელით. აღნიშნული მონაკვეთი კი სავაჭრო ობიექტიდან დაშორებულია 80 მეტრით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას/ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ შპს ---“-ის (ს/ნ ----) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. ---) 2026 წლის 18 თებერვალს ხორციელდებოდა „თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან)“, რითაც დარღვეულ იქნა თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა 2026 წლის 18 თებერვლის №004157 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შპს „---“-ს (ს/ნ ---) შეეფარდა სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის შესაბამისად 500 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო 2026 წლის 23 თებერვალს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.

სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება:

ა) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის სახდელის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის მიზნებისთვის 50 მეტრიანი რადიუსი აითვლება შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სპეციალური საზომი მოწყობილობით დადგინდა, რომ შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) ობიექტი, რომელიც ახორციელებდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას, მდებარეობს ქ. ---- სკოლიდან 35 მეტრში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ დარღვეულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.

შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“-ის (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას/ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე 2026 წლის 18 თებერვალს ხორციელდებოდა „თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან)“, რითაც დარღვეულ იქნა ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს შეეფარდა სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის შესაბამისად 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე, 278-, 1553-ე 81 მუხლებს.