ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2024 წლის 20 ივნისი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (N 2587-XIმს-Xმპ, 09.02.2023 წ) და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5000 ლარი;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 7 000 ლარი.
2. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №01 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.118.016051
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბაჩანა მარკოიშვილი
ონის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე