ძირითადი საშუალების გამოქვითვა სსკ-ის 183. 13 ნაწილით N 0212

0212 ძირითადი საშუალების გამოქვითვა სსკ-ის 183. 13 ნაწილით - (ძალადაკარგული) 13.08.2010
№ დოკუმენტი 0212
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ძირითადი საშუალების გამოქვითვა სსკ-ის 183. 13 ნაწილით N 0212

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ საგადასახადო წელს აირჩია ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდი (სსკ-ის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილი)

•ვარიანტი 1: მომდევნო წელს შეძენილი ძირითადი საშუალებების ნაწილი ექსპლუატაციაში შესვლისთანავე გამოქვითა, ხოლო ნაწილს - დაარიცხა ამორტიზაცია (სსკ-ის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილი)

•ვარიანტი 2: მომდევნო წელს შეძენილი, აგრეთვე კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შესვლისთანავე სრულად გამოქვითა

•საწარმომ საანგარიშო პერიოდები მოგებით დაასრულა

შეფასება

•საწარმოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-14 ნაწილით უფლება არ აქვს ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის არჩეული ნორმა შეცვალოს 5 წლის განმავლობაში, აგრეთვე სრულად გამოქვითოს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებები

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში: პირველ და მომდევნო წელს სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება ამოღებული უნდა იქნეს გამოსაქვითი ხარჯებიდან და უნდა დაერიცხოს ამორტიზაცია (სსკ-ის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისი ჯგუფის მიხედვით)

•მე-2 ვარიანტში, გადაანგარიშებას დაექვემდებარება საწარმოს კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების მიხედვით განხორციელებული 100%-იანი გამოქვითვა და დაკორექტირდება 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისი ჯგუფის მიხედვით

•ორივე ვარიანტში, დაზუსტდება მოგების გადასახადი და სხვაობის თანხა დაერიცხება საწარმოს

•პირი დაჯარიმდება შესაბამისი პერიოდების მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ132-ე მუხლი)

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით