N 13 - 28/06/2024 - „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2024 წლის 28 ივნისი
ქ. ზესტაფონი
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ 2018 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვალის №7 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 06/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.127.016280) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
ვახტანგ ღამბაშიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე