ცვლილება საწესდებო კაპიტალში (ქონების აფასების თანხის საწესდებო კაპიტალში შეტანა 2011 წლის 1 იანვრამდე დივიდენდია) N 0109

0109 ცვლილება საწესდებო კაპიტალში (ქონების აფასების თანხის საწესდებო კაპიტალში შეტანა 2011 წლის 1 იანვრამდე დივიდენდია) - (ძალადაკარგული) 04.06.2012
№ დოკუმენტი 0109
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ცვლილება საწესდებო კაპიტალში N 0109

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს მიერ მოხდა ბალანსზე რიცხული აქტივების აფასება და აქტივები გაზრდილი ღირებულებით აისახა საწარმოს ბალასნზე

•I ვარიანტი: ქონების აფასების თანხა შეტანილ იქნა გადაფასების რეზერვში

•II ვარიანტი: საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილებით (კრების ოქმის საფუძველზე) ქონების აფასების თანხით გაიზარდა საწესდებო კაპიტალი (გაიზარდა წილების ნომინალური ღირებულება)

•საწარმომ საწესდებო კაპიტალის ნამეტი თანხა არ ჩათვალა გაცემულ დივიდენდად

•ორივე ვარიანტში: საწარმოს აფასებული ქონების ღირებულება დაბეგრილი აქვს ქონების გადასახადით

შეფასება

•ქონების გადასახადის მიზნებისათვის საწარმოს ქმედება მართლზომიერია

•II ვარიანტში: აფასებული თანხით საწესდებო კაპიტალის გაზრდა ითვლება მეწილეთა მიერ დივიდენდის მიღებად და შენატანის განხორციელებად, შესაბამისად აღნიშნული თანხა, როგორც დივიდენდი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც გაიზარდა საწესდებო კაპიტალი

ღონისძიებები

•I ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება

•II ვარიანტში საწარმოს უნდა დაერიცხა წყაროსთან (დივიდენდიდან) დასაკავებელი გადასახადი

•II ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის შესაბამისად