N 285 - 16/09/2026 - „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №285
2026 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა ხორციელდება ადგილზე გასვლით და სრულდება სრული განადგურებით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ადგილზე გასვლით დათვალიერებას ექვემდებარება ამ წესის დანართ №24-ში მითითებული აქციზური ნაწარმის საერთო რაოდენობის არანაკლებ 2% შერჩევით. თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, შერჩევა ხორციელდება უდიდესი შეფუთვის აქციზური ნაწარმის ყუთის, ხოლო თითოეული ყუთიდან – აქციზური ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვის მიხედვით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე