N 175-Iმს-XIმპ - 13/12/2024 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 244-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 244. ფეთქებადი, ადვილაალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა
ფეთქებადი, ადვილაალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,13 დეკემბერი 2024 წ.
N175-Iმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე