N 1823-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 374 პუნქტი:
„374. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა.“;
ბ) 382 პუნქტი:
„382. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა.“;
გ) 392 პუნქტი:
„392. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა.“.
2. 34-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების შესრულებისთვის.“;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“, „ო“, „ჟ“, „ს“ ან „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ შეასრულა სანებართვო პირობები, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,25 ივნისი 2026 წ.
N1823-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე