ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გაცემა N 2603

2603 ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გაცემა 23.02.2017
№ დოკუმენტი 2603
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გაცემა N 2603

ფაქტობრივი გარემოებები

· 2017 წლის აგვისტოში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე საწარმომ გასცა 10 000 ლარი. მიმდინარე წელს დამფუძნებელს აღებული თანხა არ დაუბრუნებია. დადგენილია, რომ 10 000 ლარი არ განაწილებულა არც კაპიტალის შემცირების, არც შუალედური მოგების და არც რაიმე ვალდებულების სანაცვლოდ. ასევე დადგენილია, რომ საწარმოს არ გააჩნია მოთხოვნა დამფუძნებლის მიმართ.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. სსკ-ის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85- ზე გაყოფის შედეგად.

· ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხა უსასყიდლოდ მიღებულად ჩაითვლება და სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიბეგრება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%–იანი განაკვეთით.

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციურ სახელმძღვანელოში განხილულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ დამფუძნებელს არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა