ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობებისა და ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 291
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობებისა და ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 27-ე-274 პუნქტებისა და 30-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად;
ზ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.
ფინანსთა მინისტრი
ნოდარ ხადური
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე