N 260 - 12/08/2015 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 12.08.2015
№ დოკუმენტი 260
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №260

2015 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03.01.2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„9. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოდან მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს ამ პირთა მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებათა განხორციელების გარეშე.“.

2. 221 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ამავე ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისათვის ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, არსებული ზედმეტობა გაუქმებულად ითვლება და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება შესაბამისი კორექტირება.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური