N 414 - 28/12/2010 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 28.12.2010
№ დოკუმენტი 414
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №414

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 და 17 მუხლები:

„მუხლი 16

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება არასამუშაო დროს. ამ დადგენილების მიზნებისათვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები.

მუხლი 17

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტისა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;

თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) დროებითი შემოტანის შემთხვევაში საქონელი, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774852469 {width: 505.15pt; margin-left: -3.6pt; margin: 0 auto !important; }

 

„6

 

საწყობის საქმიანობისნებართვის, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისსაქმიანობის ნებართვის გაცემა

 

20 სამუშაო დღე

 

10 სამუშაო დღე

 

უფასო

 

ყოველ კვადრატულმეტრზე 0.1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერვუარის ერთ კუბურ მეტრზე0.05 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

დახურული საწყობისშემთხვევაში საწყისი კოეფიციენტი ნახევრდება;

10 დღეზე უფრო დაჩქარებულვადაზე, თითოეულ დაჩქარებულ დღეზე, საწყობის კოეფიციენტს ემატება 0.05 ლარი“;

 

ბ) მე-8 და მე-9 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774883979 {width: 493.5pt; margin-left: 0.9pt; margin: 0 auto !important; }

 

„8

 

გაფორმებულისაფოსტო გზავნილის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

კილოგრამზე1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა

 

9

 

გაფორმებულიმსუბუქი ავტომანქანის მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა

 

500 ლარი“;

 

გ) მე-11 – მე-13 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774939836 {width: 478.35pt; margin-left: 9pt; margin: 0 auto !important; }

 

„11

 

ლუქების გამოყენებითტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა

 

4 საათი

1 დღე

1 დღეზე მეტი

 

400 ლარი

300 ლარი

200 ლარი

 

12

 

ფიზიკური პირისათვისსაფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებულიპროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკისნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით) და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზემიტანა

 

აქციზის განაკვეთისათმაგი ოდენობა, არანაკლებ

10 ლარისა

 

13

 

საგარეო-ეკონომიკურისაქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703,8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულიმექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციის წარდგენისვადის გაგრძელება საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე

 

არა უმეტეს5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი

 

5 კალენდარულდღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი“;

 

დ) მე-20 და 21-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774957680 {width: 504.9pt; margin-left: 9pt; margin: 0 auto !important; }

 

„20

 

საქართველოს საგადასახადოკოდექსის 239-ე მუხლის მე-9 (გარდა „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) ნაწილის საფუძველზე,დაინტერესებული პირის მოთხოვნით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება, გარდაიმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო გირავნობით/

იპოთეკით დატვირთულიქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

 

1 სამუშაო დღე

 

15 ლარი

 

21

 

საქართველოს საგადასახადოკოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაინტერესებული პირის მოთხოვნითყადაღადადებულ ქონებაზე ყადაღის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღადადებულიქონების რეალიზაცია განახორციელა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ

 

1 სამუშაო დღე

 

50 ლარი“;

 

ე) 44-ე – 51-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774971261 {width: 504.9pt; margin-left: 9pt; margin: 0 auto !important; }

 

„44

 

მონაცემთა ავტომატიზებულსისტემა „ASYCUDA“-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირისმიერ სასაქონლო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის დაშვება (დამატება)

 

20 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

უფასო

100 ლარი

50 ლარი

 

45

 

განხორციელებულისაქონლის გაფორმების შესახებ ინფორმაციის გაცემა

 

10 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

უფასო

50 ლარი

20 ლარი

 

46

 

მონაცემთა ავტომატიზებულსისტემა „ ASYCUDA “-ში (თავდაპირველად) დაშვება

 

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

500 ლარი

250 ლარი

 

47

 

მონაცემთა ავტომატიზებულსისტემა „ ASYCUDA “-ში დაშვებული საწარმოს ან ფიზიკური პირისმიერ საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება

 

1 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

 

50 ლარი

20 ლარი

 

48

 

წინასწარი გადაწყვეტილებასაქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისშესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ

 

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

 

უფასო

250 ლარი

500 ლარი

 

49

 

წინასწარი გადაწყვეტილებასაქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ

 

30 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

 

უფასო

250 ლარი

500 ლარი

 

50

 

მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ ASYCUDA “-ში დაშვებული საწარმოს (ან მეწარმე ფიზიკური პირის) სახელით სასაქონლოდეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირის სხვა საგადასახადო ორგანოს კოდზე დაშვება

 

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

 

უფასო

50 ლარი

100 ლარი

 

51

 

დროებითი შენახვისგანაცხადის ელექტრონული დეკლარირებისათვის საწყობების, საწარმოს ან ფიზიკური პირისდაშვება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში

 

20 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

 

უფასო

50 ლარი

100 ლარი“;

 

ვ) 52-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

ზ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774985379 {width: 504.9pt; margin-left: 9pt; margin: 0 auto !important; }

 

„54

 

საქონლის გაფორმება(გარდა

მე-12 და 66-ე გრაფებით

გათვალისწინებული

შემთხვევებისა)

 

3000 ლარამდე სატარიფოღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3000-დან 15000ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15000 ლარის ზევითსატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

თ) 59-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678774995887 {width: 504.9pt; margin-left: 9pt; margin: 0 auto !important; }

 

„59

 

გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა

 

1 კგ – 0.040 ლარი,1 მ3 – 0.20 ლარი,1 მ2-მდე – 30 ლარი,1 მ2-ის ზევით – 30 ლარს + ყოველ 1 მ2-ზე 0.10 ლარი,1 მ – 0.20 ლარი,1 ცალი – 0.02 ლარი“;

 

ი) 61-ე – 64-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678775010973 {width: 504.9pt; margin-left: 9pt; margin: 0 auto !important; }

 

„61

 

გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო)ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

1 სახეობისობიექტი

100 ლარამდე– 10 ლარი,100-დან10000 ლარამდე – 25 ლარი,10 000 ლარის ზევით–

150 ლარი

 

62

გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულებისგანსაზღვრა

 

1 ავტომობილი სესესნ კოდით – 40 ლარი

 

63

 

გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულებისგანსაზღვრა

 

1 ავტომობილი სესესნ კოდით – 80 ლარი

 

64

 

გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენა

 

5000 ლარამდე –ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა,5000-დან 100000 ლარამდე – 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%,100 000-დან 1000 000 ლარამდე – 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%,1 000 000 ლარისზევით თანხის 0,8%“;

 

კ) 65-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

ლ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678775023871 {width: 508.5pt; margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; } „66

 

ქ. თბილისში,ცოტნე დადიანის ქ. №30-ში მდებარე კონტროლის ზონაში „საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილისაქონლის (გარდა საფოსტო გზავნილისა) გაფორმება

 

3000 ლარამდესატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3000-დან15000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

300 ლარი;

 

15000 ლარისზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური