ბრძანება N 19895-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.07.2020
№ დოკუმენტი 19895-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 19895

17/07/2020

შპს ------------------------- ს

(მის.: ქ. --------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 03 იანვრის №48390/1/2020 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 10 დეკემბრის №086-47 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 28 მაისის და 24 ივნისის სხდომებზე (ოქმი №33 და №41).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

აცხადებს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თანამშრომლობს რამდენიმე მეწარმესთან, რომლებთანაც განთავსებულია მისი კუთვნილი საქონელი. მომჩივნის განმარტებით, ხელმოწრილი აქვს დოკუმენტი, სადაც ადასტურებს, რომ სხვაგან არ ინახება კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, თუმცა აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და გამოწვეულია არცოდნით. გადამხდელი აცხადებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ახსნა-განმარტებები იმ მეწარმეებისა და საწარმოების ხელმძღვანელების, რომლებთანაც ინახებოდა კომპანიის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 მაისის №15666 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 05 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 10 დეკემბრის №42908 ბრძანება და ამავე თარიღის №086-47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 273 089,21 ლარი, მათ შორის, გადასახადი 110 531 ლარი, ჯარიმა 124 094 ლარი და საურავი 38 464,21 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19668 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემოწმების მიერ შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტების და წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის საფუძველზე გაანგარიშდა საქონლის მოძრაობა და საქონლის სახეობების მიხედვით დადგინდა ნაშთები, რაც შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს, რომელიც გამოვლინდა ინვენტარიზაციის შედეგად შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის მიერ. ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა მიწოდებად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, გაიზარდა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დადგენილი საბაზრო ფასის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 68 972 ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსვლად და დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური სადავო საკითხის განხილვის შედეგად მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობები შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირდა რეალიზებულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით, ამასთან, შემოწმების შედეგად დამატებით გაზრდილი რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსვლად და დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც შინაარსობრივად გულისხმობს გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას. თუმცა, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში არ არის დასაბუთებული მისი გამოცემისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, შესაბამისად, აღნიშნული მეთოდის გამოყენების გარეშე შემოსავლების სამსახურს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობების მიწოდებად განხილვა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, ასევე, აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხის საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსვლად და დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სმფ-ების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობების დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად მიწოდებად განხილვის, ასევე, აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხის საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსვლად და დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს 2020 წლის 03 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით,აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სმფ-ების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობების დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად მიწოდებად განხილვის, ასევე, აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხის საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსვლად და დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნას. აცხადებს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე რამდენიმე მეწარმესთან განთავსებულია მისი კუთვნილი საქონელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად, შემოწმების მიერ საქონლის სახეობების მიხედვით დადგინდა ნაშთები, რაც შეუდარდა ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფაქტობრივ ნაშთებს, ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა მიწოდებად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, გაიზარდა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დადგენილი საბაზრო ფასის გათვალისწინებით სსკ-ს 286-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა. ამასთან, გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსვლად და დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად რაც სსკ-ს 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

 

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სმფ-ების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობების დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად მიწოდებად განხილვის, ასევე, აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული საკომპენსაციო თანხის საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსვლად და დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით იხელმძღვანელოს სსკ-ს 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8(11); 73(4); 73(9,,ბ“); 101(1); 154(1,,ა“); 275; 286(9); 01.01.2021 წლამდე მოქმედი 161(1,,ა“)