N 217 - 26/06/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 26.06.2024
№ დოკუმენტი 217
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №217

2024 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 71 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:

„მუხლი 72. დაშლის პროცესში მყოფი პირის საგადასახადო ვალდებულებები

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია, განახორციელოს:

ა) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა;

ბ) საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის რეგისტრაციიდან მოხსნა;

გ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტ(ებ)ის განაშთვა;

დ) ფინანსურ ინსტიტუტ(ებ)ში ბოლო საბანკო/საგადახდო ანგარიშის დახურვა;

ე) მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;

ვ) მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, მათ შორის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება/განაშთვა;

ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე