კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება გაითვალისწინება, როდესაც თანხა გადააჭარბებს კომპენსაციის თანხას N 1002

1002 კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება გაითვალისწინება, როდესაც თანხა გადააჭარბებს კომპენსაციის თანხას 07.04.2011
№ დოკუმენტი 1002
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება N 1002

ფაქტობრივი გარემოებები

•შემდგომი გადახდის პირობით 20 იანვარს მიწოდებული საქონლის სახელშეკრულებო თანხაა 1000 $-ის ექვივალენტი ლარში

•31 მარტს მყიდველმა გადაიხადა 1000 ლარი, 550$-ის ექვივალენტის მიხედვით. დადგენილი კურსთაშორის სხვაობაა (ნაკლებობით) 250 ლარი

•გამყიდველმა 31 მარტს გამოწერა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა და ასახა დღგ-ის დეკლარაციაში (შეამცირა გადასახდელი დღგ)

•ვარიანტი 1: მიწოდების ოპერაცია განხორციელებულია 2010 წლის 20 იანვარს და ვალდებულების სრულად დაფარვა (450$) განხორციელდა 2010 წლის 5 ნოემბერს

•ვარიანტი 2: მიწოდების ოპერაცია განხორციელებულია 2011 წლის 20 იანვარს

შეფასება

•პირველ ვარიანტში: კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული კომპენსაციის თანხის სხვაობა გამოთვლილ უნდა იქნეს მყიდველის მიერ ვალდებულების სრულად დაფარვის მომენტში (2010 წლის 5 ნოემბერს)

•პირველ ვარიანტში: 2010 წლის მარტის თვეში არ წარმოიშობა სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული კორექტირების საფუძველი და გადამხდელს არ უნდა დაეკორექტირებინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

•მე-2 ვარიანტში: 2011 წლიდან კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული კომპენსაციის თანხის სხვაობა არ განიხილება სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული კორექტირების საფუძველად. შესაბამისად, გადამხდელს არ უნდა დაეკორექტირებინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში უნდა დაზუსტდეს მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია

•ორივე ვარიანტში: დღგ-ის დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე