საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 2/3194-23
📄 სრული ტექსტი
საქმე N2/3194-23წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2024წელი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე
სხდომის მდივანი-სალომე ქობალია
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - -------
მოპასუხე - -------
დავის საგანი - დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ------- სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის 377 357 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის N092100118005 საქმე ------- მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადების/გამოყენების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა: რომ შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 22 მაისს. 2013 წლის 06 ნოემბრიდან კომპანიის დირექტორი და 70% წილის მფლობელია -------. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „-------“-ს საგადასახადო შემოწმება. აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 აპრილის N13267 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 19 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2016 წლის 25 მაისის N14778 ბრძანება და 2016 წლის 27 მაისის N074-1 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 22 ივლისის N21031 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის N21031 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, გამოიცა 2016 წლის 31 აგვისტოს N25216 ბრძანება და 2016 წლის 31 აგვისტოს N074-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ჩატარებული შემოწმების შედეგად კომპანიას საბოლოოდ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 16 019 ლარი (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გარდა). ასევე აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 ივლისის N16942 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 24 დეკემბრის N37807 ბრძანება და 2018 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა N074–17. საზოგადოებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი გადასახადი 361 338 ლარი (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გარდა). სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებული ზიანის გამო შემოსავლების სამსახური ცნობილი იქნა დაზარალებულად. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით (საქმე N1/65-2020) ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. განაჩენი არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ------- სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ სარჩელს სცნობს სრულად, მაგრამ მას არ აქვს საშუალება გადაიხადოს აღნიშნული თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის N092100118005 საქმე ------- მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე- 2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გამომძიებლის 2019 წლის 13 დეკემბრის წერილი.
- 2019 წლის 13 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (საქმე N1/65-2020)
3.1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო შემოწმება, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 19 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2016 წლის 25 მაისის N14778 ბრძანება და 2016 წლის 27 მაისის N074-1 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 22 ივლისის N21031 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის N21031 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, გამოიცა 2016 წლის 31 აგვისტოს N25216 ბრძანება და 2016 წლის 31 აგვისტოს N074-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ჩატარებული შემოწმების შედეგად კომპანიას საბოლოოდ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 16 019 ლარი (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გარდა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტი
- აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მაისის N14778 ბრძანება
- აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 27 მაისის საგადასახადო მოთხოვნა N074–1
- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის N21031 ბრძანება
- აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 24 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე
- აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 31 აგვისტოს N25216 ბრძანება
- აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 31 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნა N074–4
3.1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო შემოწმება. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 ივლისის N16942 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 24 დეკემბრის N37807 ბრძანება და 2018 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა N074-17 საზოგადოებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი გადასახადი 361 338 ლარი (ბუნ. რეს.სარგებ. მოსაკრებლის გარდა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი
- აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 24 დეკემბრის N37807 ბრძანება
- აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა N074-17
3.1.4. 2019 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით N092100118005 სისხლის სამართლის საქმეზე შემოსავლების სამსახური ცნობილ იქნა დაზარალებულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 13 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.
3.1.5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით (საქმე N1/65-2020) ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. განაჩენი არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (საქმე N1/65-2020).
3.1.6. შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 22 მაისს. 2013 წლის 06 ნოემბრიდან კომპანიის დირექტორი და 70% წილის მფლობელია -------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; კერძოდ, მოპასუხე ------- სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ საქმეში დავის საგანია სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და იგი პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა. ასეთი ურთიერთობის მარეგულირებელია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს „სამართალდარღვევის” შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობას.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ამ შემთხვევაში დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის კერძოდ ------- მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა და გაუფრთხილებლობა), ასევე შედეგი - მისი ქმედებით დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ------- ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბუჯეტს მიადგა 377 357 ლარის ოდენობის ზიანი.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხე ------- მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად გარემოზე მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის - მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
ამასთან, მოპასუხემ სცნო სარჩელი სრულად, ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა - მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო სრულად. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 259, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ------- სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 377 357 ლარის გადახდა.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. No32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. No12) მეშვეობით;
4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ფატი ფურცხვანიძე
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადების/გამოყენების ფაქტებზე, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს საგადასახადო შემოწმება, შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. საზოგადოებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი გადასახადი 361 338 ლარი (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გარდა). სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიყენებული ზიანის გამო შემოსავლების სამსახური ცნობილი იქნა დაზარალებულად. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით კომპანიის დირექტორი ცნობილი იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. განაჩენი არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში.
გადაწყვეტილება
სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 377 357 ლარის გადახდა.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 316; 317; 992;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8; 39; 53; 243; 244; 248; 249; 257; 259; 364; 369;