ბრძანება N 29357

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 29357
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემიხარჯები რომლებიც გამოიქვითებადოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებისაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევასაქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი დროის განსაზღვრაავანსების დაბეგვრაგარიგების საკომპენსაციო თანხასაბაზრო ფასის გამოყენებასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევამიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)ავანსების დაბეგვრაუძრავი ქონების მიწოდებაშემოსავლების/ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდითოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)

📄 სრული ტექსტი

N 29357

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 10 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №82975/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №006-313 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გარკვეულ შემთხვევებში გაუგებარი მოტივით მოხდა ბინების რეალიზაციის სანაცვლოდ გადახდილი თანხების პერიოდების გადანაცვლება, რამაც გამოიწვია გარკვეული ცვლილებები დასარიცხი თანხების პერიოდებსა და ოდენობაში (გამოწვეულია სავარაუდოდ კურსის ცვლილებით). ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სამშენებლო მასალების იმ ნაწილის დირექტორზე განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად დაკვალიფიცირებას, რომელიც მიტანილია მისამართებზე, სადაც არ ფიქსირდება მომსახურების გაწევის შედეგად შემოსავლის მიღება.

შემოწმებით აღნიშნულზე განსაზღვრულია დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები. აცხადებს, რომ სამშენებლო მასალები ფაქტობრივად მოხმარდა სამშენებლო კორპუსის მშენებლობას, რისი რეალიზაციაც სახეზეა, ხოლო ტრანსპორტირების დასრულების გრაფაში ასახულია არსასწორი მისამართები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია მომწოდებლის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზით.

3. მომჩივანი არ ეთანხმება ---ისთვის გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს მიეცეს შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების საშუალება.

4. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. განმარტავს, რომ საქმიანობის სრული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული პოლიტიკიდან (საბანკო დაწესებულებისადმი არსებული უნდობლობიდან) გამომდინარე, ფულადი სახსრები ინახებოდა ნაღდი ფულის სახით კომპანიაში, საიდანაც ხდებოდა ხარჯვა კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, ან ხდებოდა საბანკო დაწესებულებებში შეტანა კონკრეტული გადარიცხვის მიზნით. შემოწმების პერიოდის ბოლოსათვის დაბეგრილი თანხის ძირითადი ნაწილი განთავსებული იყო კომპანიის განკარგულებაში, რასთან დაკავშირებითაც კომპანიის ხელმძღვანელმა წერილობით განაცხადა სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარებისასაც. რაც შეეხება სხვაობას სალაროს ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთს შორის, იგი გამოწვეულია კომპანიის მიერ რეალურად გაწეული ხარჯების გაწევით, რასთან დაკავშირებითაც გარკვეულ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურება ვერ ხერხდებოდა.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით კრედიტორული დავალიანების ანგარიშებთან კორესპონდენციით სალაროდან ჩამოწერილი ზედმეტი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას იმ საფუძვლით, რომ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და მომწოდებლისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

აცხადებს, რომ სალაროდან თანხა გაცემულია შესაბამისი მიზნობრიობით და ის ფაქტი, რომ აღნიშნულ საკითხზე საწარმოს არ გააჩნია ჩეკი, არ ნიშნავს, რომ თანხა არ გაუცია. თითოეულ კომპანიასთან ურთიერთობა დადასტურებულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით, რისი შესაბამისი თანხების ნაწილი გადახდილია ნაღდი ფულით, ხოლო შესაბამისი ინფორმაცია ასახულია ბუღალტრულ პროგრამაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შემმოწმებელი ეჭვს შეიტანდა ინფორმაციის რეალურობაში, მას შეეძლო აღნიშნული ინფორმაცია გადაემოწმებინა შესაბამის თანხის მიმღებ პირებთან (რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია). მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სალაროთი გადახდილი თანხები ჩაითვალოს ხელფასად.

6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული იმ შესყიდვის აქტების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, რომელთა ნამდვილობა შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა.

აცხადებს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას სრულად წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, როგორც შესყიდვების, ასევე შესყიდული პროდუქციის განთავსების შესახებ, რაც მითითებულია საგადასახადო შემოწმების აქტშიც. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადამხდელისთვის ცნობილი გახდა შემოწმების დასრულების შემდეგ, არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაცია. ყველა შესყიდვის აქტს აქვს საფუძველი და შესყიდულია შესაბამისი პროდუქცია, რაც განთავსებულია სხვადასხვა ლოკაციაზე კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე.

7. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირების გამოკითხვის ოქმებსა და ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრას. აცხადებს, რომ გაუგებარია ამ ნაწილში აღწერილი ფაქტების საფუძველი, თითოეული უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელებულია შესაბამისი რეალიზაციის ხელშეკრულების გაფორმების გზით, სადაც ასახულია თითოეული ფართის შესაბამისი ღირებულებაც, რაც ასევე წარდგენილია საჯარო რეესტრშიც. რაც შეეხეება თანხების მიღებას, კომპანიის მიერ მიღებულია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში დარიცხული თანხები უსაფუძვლოა და ექვემდებარება გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №18600 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15767 ბრძანება და №006- 313 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 254 680 ლარი, მათ შორის, გადასახადი 654 151 ლარი, ჯარიმა 353 470 ლარი, საურავი 247 059 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებმა არ წარმოადგინეს დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვების გაშიფვრა, ასევე, არ წარმოადგინეს თანხის მიღების და გადახდის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს და საბანკო ანგარიშის ამონაწერს. შემოწმებით გამოვლინდა დეკლარირებული მონაცემებისგან განსხვავებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. წინასწარ მიღებული საკომპენსაციო თანხების ნაწილი არასწორი თარიღით არის კონვერტირებული ეროვნულ ვალუტაში, თანხის ნაწილი არასწორ პერიოდში არის დაბეგრილი, ხოლო თანხის ნაწილი არ არის დაბეგრილი. ასევე არ არის დაბეგრილი ბარტერული ოპერაციის საფუძველზე ფიზიკური პირებისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა დღგ, ამასთან, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს შესყიდული აქვს 18 923.89 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რომლის მცირე ნაწილი (1 426 ლარი) მიტანილია ----ს ქუჩაზე, ხოლო დიდი ნაწილი ქალაქ ---ში. საწარმოს აღნიშნულ მისამართებზე არ უფიქსირდება ნებისმიერი პირისთვის მომსახურების გაწევის შედეგად შემოსავლის მიღება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შინაარსის ფორმაზე აღმატებულების პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა დირექტორზე, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს 2020 და 2021 წლების თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებში დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები, ამასთან, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

3. 2020 წლის დეკემბრის, 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში ---სთვის გადარიცხულია მასალების ღირებულება ჯამში 2 300 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ არ განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე საწარმოს 2020 წლის დეკემბრის, 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებში დაერიცხა მოგების გადასახადი, ამასთან, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

4. საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ სალაროში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არაგონივრული ნაშთის ოდენობა შეადგენს 719 413 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაგონივრული ნაშთები 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, ივნისის და 2022 წლის მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. 2019 წლის დეკემბრის თვეში სესხად განხილულ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას 2020 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში.

5. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, კონკრეტული კრედიტორული დავალიანების ანგარიშებთან კორესპონდენციით სალაროდან ჩამოწერილია ზედმეტი თანხები. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და მომწოდებლებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ასევე, სალაროდან ჩამოწერილია თანხა გადახდილი გადასახადის მიზნობრიობით, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გადახდა არ დასტურდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული თანხები 2021 წლის აპრილის, ოქტომბრის, დეკემბრის და 2022 წლის თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

6. შპს „---“-ს მინდობილმა პირმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული 12 ერთეული შესყიდვის აქტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 1 247 580 ლარს. შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ სატელეფონო კომუნიკაციის დროს არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. დირექტორი განმარტავს, რომ: „მარწყვის ნერგები განთავსებულია სოფელ ---ში (საკ. კოდი ---) სამ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. მარწყვის ნაყოფის მოსავალი ჯერ არ მიმიღია, მოსავლის მოლოდინი არის მომავალი წლის გაზაფხულიდან. ----, მდებარეობს სოფ. ---ში ჩემს კუთვნილ აუზში (საკ. კოდი ---) და ყვითელი კალმახის ლიფსიტა, მდებარეობს სოფ. ---ში ----ის კუთვნილ აუზზე (საკ. კოდი ----), რომელიც ნათხოვარი მაქვს მისგან. აღნიშნულ ლიფსიტებს სჭირდება სამ-ოთხწლიანი პერიოდი, რომ მოხდეს მათი რეალიზაცია.

სადედე ორაგული ასევე მდებარეობს ---ში ---ის კუთვნილ აუზში (საკ. კოდი ---), გამოყენებული იქნება ხიზილალის დასამზადებლად, რომელსაც წესით ნოემბრის ბოლოს მოუწევს მოპოვება და დამუშავება.

ასევე, ----ის კუთვნილ აუზში (საკ. კოდი ---) განთავსებულია ციმბირული ზუთხი და სარკისებური კარპი, ნაშთი უცვლელი სახით არსებობს. რაც შეეხება ალაზნის ლოქოს, ნაყიდი მაქვს ---გან, დროებით კვლავ განთავსებულია მყიდველის ტერიტორიაზე და ველოდები შესაბამის ამინდს გადმოსაყვანად. ღორების შესახებ მოგახსენებთ, რომ ღორები დაავადების გაჩენის რისკის გამო დაკლულია და ხორცი ინახება ჩემი, ---ის, საკუთრებაში არსებულ 40 ტონიან საყინულე მაცივარში, რომელიც მდებარეობს სოფ. ---ში (საკ. კოდი ----). ვაპირებ ხორცის შებოლვას და შემდგომ რეალიზაციას.

ფუტკრის სკების შესახებ მოგახსენებთ, რომ სკების ნაწილი და მისაბმელი მდებარეობს სოფ. ---ში შპს „---“-ს კუთვნილ მიწაზე (საკ. კოდი ----) და ნაწილი სოფ. ----ში (საკ. კოდი ---). სკები ახალ ჩადგმული ფიჭებით არის დატვირთული და მოსავალს მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე ველოდები. მიზერული რაოდენობა, რაც დაიწურა, მთლიანად მოხმარდა ფუტკარს გამოსაკვებად“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, სალაროდან ჩამოწერილი თანხები (ფუტკრის ოჯახის, სარკისებრი კარპის და ალაზნის ლოქოს შესყიდვაზე გადახდილი თანხის გარდა) 2021 წლის აგვისტოს, სექტემბრის და 2022 წლის მარტის, აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის საფუძველზე გადაუხდელი საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ფიზიკური პირების გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ უძრავი ქონების შესყიდვა განხორციელდა იმაზე მეტ თანხად, ვიდრე მითითებულია ხელშეკრულებაში, ხოლო თანხა სრულად არის გადახდილი ----თვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე, 160-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე ფიზიკური პირების მიერ დასახელებულ თანხებსა და ხელშეკრულებაში ასახულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ფიზიკური პირების მიერ დასახელებულ თანხებსა და ხელშეკრულებაში ასახულ თანხებს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, მაისის, ივლისის, აგვისტოს, დეკემბრის, 2021 წლის იანვრის, მარტის, აპრილის, ივნისის და სექტემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე,ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:

გ) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:

გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვების გაშიფვრა და თანხის მიღებისა და გადახდის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო მხოლოდ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს და საბანკო ანგარიშის ამონაწერს. შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული მონაცემებისგან განსხვავებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

წინასწარ მიღებული საკომპენსაციო თანხების ნაწილი არასწორი თარიღით არის კონვერტირებული ეროვნულ ვალუტაში, თანხის ნაწილი არასწორ პერიოდში არის დაბეგრილი, ხოლო თანხის ნაწილი არ არის დაბეგრილი. ასევე არ არის დაბეგრილი ბარტერული ოპერაციის საფუძველზე ფიზიკური პირებისთვის გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ, საწარმოს შესყიდული აქვს 18 923.89 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რომლის მცირე ნაწილი მიტანილია ---ს ქუჩაზე, ხოლო დიდი ნაწილი ქალაქ ---ში. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ მისამართებზე არ უფიქსირდება ნებისმიერი პირისთვის მომსახურების გაწევის შედეგად შემოსავლის მიღება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერაციები დაკვალიფიცირდა დირექტორზე უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად და განსაზღვრული იქნა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ---სთვის გადარიცხულია მასალების ღირებულება ჯამში 2 300 ლარის ოდენობით, რაზეც არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმებით აღნიშნულზე დარიცხულია მოგების გადასახადი. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენებზე მართლზომიერად იქნა განსაზღვრული მოგების გადასახადი. ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ სალაროში ფიქსირდება არაგონივრული ნაშთები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არაგონივრული ნაშთის ოდენობა შეადგენს 719 413 ლარს. შემოწმებით არაგონივრული ნაშთები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ სალაროს არაგონივრული ნაშთების დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, კონკრეტული კრედიტორული დავალიანების ანგარიშებთან კორესპონდენციით სალაროდან ჩამოწერილია ზედმეტი თანხები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და მომწოდებლებისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, სალაროდან ჩამოწერილია თანხა გადახდილი გადასახადის მიზნობრიობით, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გადახდა არ დასტურდება.

აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შპს „---“- ს მინდობილმა პირმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული 12 ერთეული შესყიდვის აქტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 1 247 580 ლარს. შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ სატელეფონო კომუნიკაციის დროს არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა შესყიდვის აქტების ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან ჩამოწერილი თანხები (ფუტკრის ოჯახის, სარკისებრი კარპის და ალაზნის ლოქოს შესყიდვაზე გადახდილი თანხის გარდა) ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ფიზიკური პირების გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ უძრავი ქონების შესყიდვა განხორციელდა იმაზე მეტ თანხად, ვიდრე მითითებულია ხელშეკრულებაში, ხოლო თანხა სრულად არის გადახდილი ---თვის. შემოწმებით ფიზიკური პირების მიერ დასახელებულ თანხებსა და ხელშეკრულებაში ასახულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირების მიერ დასახელებულ თანხებსა და ხელშეკრულებაში ასახულ თანხებს შორის სხვაობა მართლზომიერად იქნა მიჩნეული დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სამშენებლო მასალების იმ ნაწილის დირექტორზე განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად დაკვალიფიცირებას, რომელიც მიტანილია მისამართებზე, სადაც არ ფიქსირდება მომსახურების გაწევის შედეგად შემოსავლის მიღება.

3. მომჩივანი არ ეთანხმება გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

4. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით კრედიტორული დავალიანების ანგარიშებთან კორესპონდენციით სალაროდან ჩამოწერილი ზედმეტი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას .

6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული იმ შესყიდვის აქტების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, რომელთა ნამდვილობა შესყიდვის აქტებში მითითებული პირების უმეტესობამ არ დაადასტურა.

7. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირების გამოკითხვის ოქმებსა და ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №18600 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15767 ბრძანება და №006- 313 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 254 680 ლარი, მათ შორის, გადასახადი 654 151 ლარი, ჯარიმა 353 470 ლარი, საურავი 247 059 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4, 5, 9); 159; 160; 1601; 163; 164; 97; 982; 105; 72; 12; 101; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.