ბრძანება N 11046

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2026
№ დოკუმენტი N 11046
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11046

19 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (პ/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 28 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი N 38) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 68899/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 8 აპრილის N 21-10/25459 და 2026 წლის 20 აპრილის N 21- 10/27531 გადაწყვეტილებებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის N 7153 ბრძანებით მიცემული პირობიდან მისივე არჩევით უნდა შეესრულებინა ერთ-ერთი წინადადება. ანუ მოცემული 3 წინადადებიდან რომელი გზით წავიდოდა სრულად ----- გადასაწყვეტი იყო და ამ არჩევანზე/გადაწყვეტილებაზე საბაჟო ორგანოს გავლენა არ და ვერ უნდა ჰქონოდა. მომჩივანმა აირჩია და გადაწყვიტა მესამე გზა - ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილი წესით გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში, რის თაობაზეც განსაზღვრულ ვადაში მიმართა კიდეც განცხადებით საბაჟო ორგანოს, ხოლო საბაჟო ორგანომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, პრაქტიკულად დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების რევიზია მოახდინა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ის არგუმენტი (მანქანის გაძარცვა), რაც საფუძვლად დაედო საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებას და უარი ეთქვა ----- ავტომობილის სახელმწიფო საკუთრებაში მიღებაზე, დავის განხილვის ეტაპზევე იყო ცნობილი დავის განმხილველი ორგანოსთვის. საბაჟო დეპარტამენტს ეს არგუმენტი უკვე მიწოდებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურისთვის, ხოლო შემოსავლების სამსახურს უკვე ნამსჯელი ჰქონდა მასზე და ყველა გარემოების და მტკიცებულების (მათ შორის, ფორმა 2-ის) შეფასების შემდეგ ჰქონდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა ----- განცხადება. საბაჟო დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა ამ განცხადების დაკმაყოფილების მიზანშეწონილობაზე, რადგან ამ საკითხზე (როგორც კანონიერებაზე, ისე მიზანშეწონილობაზე) შემოსავლების სამსახურს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მისი გადაწყვეტილება სწორედ ამ მსჯელობის შედეგებს ემყარებოდა. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე ----- მიერ სახელმწიფოსთვის შეთავაზებული ავტომობილის მიღება არ წარმოადგენდა საბაჟო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) მიმართ განახორციელოს საქონლის განკარგვის ღონისძიება - საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ----- 2026 წლის პირველი აპრილის განცხადების საფუძველზე და შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 მარტის N 7153 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაავალოს საბაჟო დეპარტამენტს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, ასევე გადასახადის, საურავის თანხისა და მისი პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება (შემცირება).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 მარტის N 7153 ბრძანებით 2026 წლის 10 მარტის N 38784/21 საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბრძანების მე-2 პუნქტით მომჩივანს მიეცა წინადადება, N 7153 ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში, ან განახორციელოს რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ან ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილი წესით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში;

ამავე ბრძანების მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2026 წლის 22 იანვრის N EL306069 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

მე-4 პუნქტით კი საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, ამ N 7153 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 2026 წლის 22 იანვრის N EL69050/138 (N ----- ) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის პირველი აპრილის N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს მიმართა მოქალაქე ----- (პ/ნ ----- ) და ითხოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მარკა/მოდელი ----- ) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების – „----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- ) 2026 წლის 10 მარტის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 მარტის N 7153 ბრძანებით მიცემული წინადადების შესრულების მიზნით.

აღნიშნულთან ერთად, 2026 წლის 3 აპრილის N ----- განცხადებით (შემოსვლის N ----- ) მოქალაქე მომჩივნის მიერ მოთხოვნილ იქნა მის მიმართ გამოცემული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით (N EL306069 22.01.2026) და საგადასახადო მოთხოვნით (N EL69050/--- 22.01.2026) დარიცხული თანხების შემცირება შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 მარტის N 7153 ბრძანების შესაბამისად.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა (N EL306069, 22.01.2026) და საგადასახადო მოთხოვნის (N EL69050/---, 22.01.2026) გამოცემას საფუძვლად დაედო საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგენილი გარემოებები, მათ შორის, ----- (პ/ნ ----- ) მიერ N ----- (14.11.2022) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული და შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ -----) გაძარცული მდგომარეობა, რაც ჩაითვალა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვად, დაკარგვად ან განადგურებად.

შპს „-----“ საბაჟო საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) ფიზიკური მდგომარეობა ადასტურებს, რომ მასთან მიმართებაში დარღვეულია საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის უცვლელ მდგომარეობაში დატოვების ვალდებულება.

საბაჟო დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია დასახელებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემით. ამასთან, მომჩივანს არ განუხორციელებია ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა ან რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა N EL306069 (22.01.2026) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და N EL69050/----- (22.01.2026) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების შემცირება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 8 აპრილის N ----- წერილით მოქალაქე ----- უარი ეთქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 20 აპრილის N ----- წერილით კი ----- წარმომადგენელს ------ ეცნობა ----- განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და იმის შესახებ, რომ საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა N EL306069 (22.01.2026) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და N EL69050/--- (22.01.2026) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების შემცირება, რადგან მომჩივანს არ განუხორციელებია ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა ან რეექსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებით.

მომჩივანი 2026 წლის 10 მარტის N 38784/21 საჩივარში განმარტავდა, რომ ავტომობილზე 2026 წლის 28 იანვარს ჩატარებულია დათვალიერება შსს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ და შედგენილია ექსპერტიზის აქტი, რომელიც ამ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების და რეგისტრაციის საფუძვლად მიიჩნია. აღნიშნულთან ერთად მომჩივანი მიუთითებდა, რომ სატრანსპორტო საშუალების გაძარცვა მოხდა საბაჟო კონტროლის ზონაში, ავტომობილის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ყოფნისას და ამ ფაქტის ავტომობილის მესაკუთრესთან რაიმენაირად დაკავშირება არასწორად მიიჩნია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვა სადავო აქტების და მათ საფუძველზე დარიცხული თანხების გაუქმება და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 მარტის N 7153 ბრძანების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დავის განმხილველი ორგანო არ განსაზღვრავდა ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ცალსახა და უპირობო შესაძლებლობას, პირიქით, გადაწყვეტილებაში გამოყენებული ფორმულირება – „დადგენილი წესით“ – მიუთითებდა, რომ აღნიშნული ქმედების განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით მისი დაშვების არსებობასა და შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული მით უფრო საყურადღებოა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და რეექსპორტის განხორციელების ნაწილში დავის განმხილველი ორგანოს მიერ გამოყენებული ფორმულირებები არ შეიცავს მსგავს დათქმას. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის ფორმალობებთან მიმართებაში ჩანაწერის – „დადგენილი წესით“ – არ გამოყენება, ცხადია, არ გულისხმობს მათი საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნული განსხვავება მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის საკითხს დავის განმხილველი ორგანო დამატებითი სამართლებრივი საფუძვლების და პირობების არსებობას უკავშირებდა, განსხვავებით დანარჩენი ალტერნატივებისგან.

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილია, რომ შპს „-----“ საბაჟო საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ -----) ფიზიკური მდგომარეობა ადასტურებს, რომ მასთან მიმართებაში დარღვეულია საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის უცვლელ მდგომარეობაში დატოვების ვალდებულება. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფორმით განკარგვა კი შინაარსობრივად მოიცავს სწორედ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის და არა მისი ნარჩენების განკარგვას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს საბაჟო/საგადასახადო ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის საფუძველს.

რაც შეეხება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2), „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 259/N 74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, მასში აისახება სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებისა და რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემები (მოცემულ შემთხვევაშიც აქტში მითითებულია: მფლობელი, სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ტიპი, საჭე, გამოშვების წელი, ვინ კოდი, ფერი, ძარის ტიპი, ძრავის სმ3 , საწვავის ტიპი), რითაც ვერ დადასტურდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების უცვლელ მდგომარეობაში ყოფნა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 მარტის N 7153 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს საბაჟო აქტების გაუქმებას, ასევე გადასახადის, საურავის თანხისა და მისი პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას (შემცირებას).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მოქალაქის მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალება აღმოჩნდა გაძარცვულ მდგომარეობაში, რაც ჩაითვალა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვად და უცვლელ მდგომარეობაში დატოვების ვალდებულების დარღვევად. მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა ავტომობილი მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში, განეხორციელებინა რეექსპორტი ან გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში, რის შემთხვევაში გათავისუფლდებოდა ჯარიმისგან. რადგან აღნიშნული პირობები არ შესრულდა, საბაჟო ორგანომ უარი თქვა საგადასახადო მოთხოვნისა და დაკისრებული თანხების კორექტირებაზე.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(2); 116(2);.