ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან N 2401

2401 ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან - (ძალადაკარგული) 27.08.2010
№ დოკუმენტი 2401
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან N 2401

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს საგადასახადო ორგანოში არარეგისტრირებული ფიზიკური პირისაგან 2007 წელს იჯარით აქვს აღებული საოფისე ფართი

· საწარმომ ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარეს გადაუხადა იჯარის თანხა 1000 ლარი, თუმცა არ დაუკავა საშემოსავლო გადასახადი და არ დაარიცხა სოციალური გადასახადი

შეფასება

· სსკ-ის 218-ე მუხლის შესაბამისად, საწარმო ვალდებული იყო გადახდის წყაროსთან დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადი

· 1000 ლარი წარმოადგენს საშემოსავლო და სოციალური გადასახადით დასაბეგრ ობიექტს

ღონისძიებები

· საწარმოს დაეკისრება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი (1000 ლარიX25%) და სოციალური გადასახადი (1000 ლარი X20%)

· საწარმო დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლით

· სსკ–ის 134–ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს დაეკისრება ჯარიმა დაუკავებელი გადასახადის 10%–ის ოდენობით