N 337 - 19/11/2014 - ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №337
2014 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის „დანართი №III-01“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
„დანართი №III-01
----------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
------------------------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის დასახელება)
_______________________
საიდენტიფიკაციო ნომერი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ
გთხოვთ, დამარეგისტრიროთ დღგ-ის გადამხდელად
––– სსკ 157-ე მუხლის შესაბამისად (სავალდებულო რეგისტრაცია)
_____________________________________
(სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი)
#assignedTableId-1675766960430 {width:453.75pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-table-lspace:2.25pt;mso-table-rspace:2.25pt;mso-table-anchor-vertical:paragraph;mso-table-anchor-horizontal:column;mso-table-left:left;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში,განცხადებით მომართვის თვეში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხა
……… ლარი
––– სსკ 158-ე მუხლის შესაბამისად (ნებაყოფლობით რეგისტრაცია)
(საჭირო უჯრა აღნიშნეთ „ V“ ნიშნით)
შენიშვნა: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდზე დღგ-ის დეკლარაციების წარდგენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება მხოლოდ სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. ამ შემთხვევაში დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის პირს სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება. ხოლო დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში (ითვლება, რომ გადამხდელმა წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) პირი, გარდა სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისა, ჯარიმდება აგრეთვე სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით.
განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------------------
(თარიღი)“.