N 162 - 30/03/2022 - „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 30.03.2022
№ დოკუმენტი 162
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №162

2022 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/02/2019, 300160070.10.003.021104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მათ გაიარეს მოსამზადებელი კურსი და ჩააბარეს სპეციალური მოთხოვნების ცოდნის გამოცდა, რომელიც უნდა იქნეს შესრულებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას. მომზადება ტარდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საბაზო კურსისა და მომზადების სპეციალიზებული კურსების სახით.

2. შესაბამისი სწავლების კურსის დასრულებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მძღოლზე სააგენტოს მიერ გაიცემა ADR-ის მოწმობა მძღოლის მომზადების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესითა და ფორმით.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 6 აპრილიდან.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე