მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის დაბეგვრა N 11107

11107 მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის დაბეგვრა 27.11.2017
№ დოკუმენტი 11107
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის დაბეგვრა N 11107

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „A“-მ დადო ხელშეკრულება შპს „B“-სთან 10 ცალი კარადის მიწოდების თაობაზე, თითო 50 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით), სულ მისაწოდებელი საქონლის ღირებულება განისაზღვრა 500 ლარით (დღგ-ის ჩათვალით). ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შპს „B“ საქონლის მიწოდებამდე გადაიხდიდა მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულების 70%-ს, ხოლო დარჩენილ 30%-ს გადაიხდიდა კარადების მთლიანად მიწოდების შემდგომ. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „B“-მ 350 ლარი (70%) გადაუხადა შპს „A“-ს 2017 წლის 20 იანვარს, რაც შპს „A“-მ დაბეგრა დღგ-ით. 2017 წლის 10 თებერვალს შპს „A“-მ მიაწოდა 5 ცალი კარადა, რომლის ღირებულება შეადგენდა 250 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). შპს „A"-ს მიწოდებული 5 ცალი კარადის ღირებულება დამატებით დღგ-ით არ დაუბეგრავს.

· შპს „A"-მ დარჩენილი 5 ცალი კარადა შპს „B"-ს მიაწოდა 17 მარტს. შპს „B"-მ დარჩენილი თანხა 150 ლარი შპს „A"-ს გადაუხადა საქონლის მიწოდების დღეს - 17 მარტს. გადახდილი თანხა 150 ლარი შპს „A"-მ დღგ-ით დაბეგრა მარტის თვეში.

შეფასება

· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ" ქვეპუნქტის თანახმად, „დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

· იმის გათვალისწინებით, რომ შპს B-ს მიერ 2017 წლის 20 იანვარს გადახდილი თანხა (350 ლარი) აღემატებოდა შპს A-ს მიერ იმავე წლის 10 თებერვალს მიწოდებული საქონლის (5 კარადის) ღირებულებას, გადასახადის გადამხდელის ქმედება მართლზომიერია.

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 14 ნოემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციურ სახელმძღვანელოში განხილულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, გარდა ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულისა

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით